"სამწუხარო დღეა საქართველოში დემოკრატიისთვის" - ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

06.10.25 10:41
"სამწუხარო დღეა საქართველოში დემოკრატიისთვის" - ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მწვავედ აფასებს საქართველოს მიმდინარე პოლიტიკური პროცესებს და ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებულ ვითარებას. სამინისტროს განცხადებით, ეუთო/ოდირის მისიის ვერ ჩართვა, ძალადობის შემთხვევები და ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიული ნაბიჯები სერიოზულ ეჭვს აჩენს დემოკრატიული პროცესის სანდოობაზე საქართველოში. 

„სამწუხარო დღეა საქართველოში დემოკრატიისთვის. ეუთო/ოდირი ვერ აკვირდება ადგილობრივ არჩევნებს, რეკომენდაციები არ არის გათვალისწინებული, ძალადობის გამოყენება შემაშფოთებელია.

რეპრესიული კანონები და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება საქართველოს არჩევნების მიმართ ნდობას კიდევ უფრო ამცირებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები