როგორი უნდა იყოს პროტესტის ხაზი - ოპოზიციის შეფასებები

06.10.25 12:30
როგორი უნდა იყოს პროტესტის ხაზი - ოპოზიციის შეფასებები

ბრძოლას აანონსებენ ოპოზიციაშიც - ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ქუჩის პროტესტი მნიშვნელოვანია.

მათი თქმით, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ეს ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება, როგორც ქუჩაში, ასევე სხვადასხვა გზებით, მათ შორის პოლიტიკურით.

ვაგრძელებთ ბრძოლას ერთი მთავარი პრინციპით, რომ მას ყოველთვის აქვს აზრი. ვაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას, საპროტესტო წინააღმდეგობას, შევძელით ის, რომ საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან 57 - ში დღეს ქართველ ხალხს ჰყავს საკუთარი წარმომადგენელი საკრებულოებში, შეხმიანეთ ამ ადამიანებს, გაუერთიანდით ბრძოლაში და ერთად ვიბრძოლოთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, - ამბობს კუპრაძე. 

ენმ-ის ლიდერი, გია ბარამიძე დარწმუნებულია, რომ პროტესტი გაგრძელდება, რადგან მისი თქმით, “ყველამ იცის საქართველოშიც და საზღვრებს გარეთაც, რომ ივანიშვილის კრიმინალური ბანდა არალეგიტიმურია.“

ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლეობის პროტესტი გაგრძელდება, რადგან ყველამ იცის სქართველოშიც და საზღვრებს გარეთაც, რომ ივანიშვილის კრიმინალური ბანდა არალეგიტიმურია. წინა წელს გააყალბეს ტოტალურად საპარლამენტო არჩევნები, შესაბამისად, არსებული სტრუქტურები არის არალეგიტიმური, ბუნებრივია ამას ქართველი ხალხი არ შეეგუება და ბრძოლა გაგრძელდება, - განაცხადა ბარამიძემ.

მსგავსი სიახლეები