კობახიძემ ბაბიშს ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

06.10.25 14:35
კობახიძემ ბაბიშს ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

"ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩეხეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშს და მის მოძრაობას ANO-ს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მიულოცა.

კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში ბაბიშს უსურვა წარმატება ძლიერი მთავრობის ფორმირებაში და აღნიშნა, რომ საქართველო ელოდება ჩეხეთთან პარტნიორობის „განახლებულ თავს“.

ანდრეი ბაბიშის პარტია ANO არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდა, თუმცა მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო ხმები ვერ მოიპოვა და კოალიციურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ჩეხეთის მოქმედი პრემიერი პეტრ ფიალა, რომლის მთავრობამ არაერთხელ გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, მეორე ადგილზე გავიდა.

ბაბიში ევროსკეპტიკოსად ითვლება და მჭიდრო ურთიერთობა აქვს უნგრეთისა და სლოვაკეთის ლიდერებთან, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც ინარჩუნებენ კავშირებს მოსკოვთან.

მსგავსი სიახლეები