სად იყვნენ ენმ-ის ლიდერები, როცა ნადირაძეს და ზოდელავას აკავებდნენ

06.10.25 15:38
სად იყვნენ ენმ-ის ლიდერები, როცა ნადირაძეს და ზოდელავას აკავებდნენ

სად იყვნენ “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მაშინ, როცა ირაკლი ნადირაძეს და მურთაზ ზოდელავას აკავებდნენ - აღნიშნული კითხვა მას შემდეგ გაჩნდა აქტუალური, როდესაც  გაირკვა, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ,  პარტიიდან მათ გვერდით მხოლოდ თათა ნიკოლაშვილი  და მარიამ დოლიძე იმყოფებოდნენ.

“პირველემა“ დღეს ენმ-ს სახეებს დაუსვა კითხვა -  სად იმყოფებოდნენ მაშინ, როცა ნიღბიანებმა ნადირაძეს და ზოდელავას ხელბორკილები დაადეს. პარალელურად კი რამდენიმე წუთით ადრე, კლინიკა "ჰელსიკორში" სპეცდანიშნულების რაზმი, პაატა ბურჭულაძესთან იყო შესული. 

პარტიის წევრების ნაწილი ამბობს, რომ “ზოდელავა და ნადირაძე სახლში ეგონა".

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან სანიკიძის თქმით, შენიშვნას იმ თემაზე, რომ “თითქოს ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა მან მიატოვა არ მიიღებს“. მისივე თქმით, არ იცოდა, რას გეგმავდა მსოფლიო ბანი თანამოაზრეებთან ერთად. 

დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების კამერებს გადასარევად აქვს დაფიქსირებული, სად ვიყავით და სად ვმოძრაობდით. ბოლოს, თქვენი კამერებით ვნახე, რომ ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა იყვნენ რუსთაველის გამზირზე. როგორც პაატა მანჯგალაძე მეგონა რომ სახლში იყო წასული, ზუსტად იგივე შეგრძნება მქონდა, რომ ეს ადამიანები აღარ იყვნენ რუსთაველის გამზირზე. იმ შენიშვნას, რომ ირაკლი ნადრიაძე და მურთაზ ზოდელავა მივატოვე, არ მივიღებ, რომ მცოდნოდა , რომ იქ იყვნენ დარჩენილები...

არ ვიცოდი ამ გეგმის შესახებ, ამ კადრიდან 5 წთ-ში ვიყავი ორბელიანის მოედანზე, - განაცხადა სანიკიძემ.

ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ თანაგუნდელების დაკავების მომენტში ათონელის ქუჩაზე იმყოფებოდა და ვერ წარმოიდგენდა, რომ მურთაზ ზოდელავას და ირაკლი ნადირაძის დაკავება, რუსთაველის გამზირზე,  აქციაზე მოხდებოდა.

თქვენ საკითხს სვამთ ისე, რომ თითქოს ეგ ადამიანები ვინმემ გაწირა? ასე არ გახლდათ, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ არ ვფლობდით. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ არსებობდა 2 მთავარი პრინციპი, რასაც ორგანიზატორები საუბრობდნენ. ეს პასუხისმგებლობიდან გაქცევა არ არის, ყველამ კარგად იცის, ვინ იყო ორგანიზატორი. მე ის შეცდომა დავუშვი, რომ არ მეგონა იმ მომენტში მოხდებოდა მათი დაკავება და არ მეგონა, რომ აქციაზე მოხდებოდა, ამბობს ფავლენიშვილი.  

“ცხოვრებაში არავინ მიმოტოვებია! " - ეს კი უკვე ლაშა ფარულავას კომენტარია. თანაგუნდელების ნაწილის მსგავსად, ენმ-ის წევრი აღნიშნავს, რომ აქციის ორგანიზატორების გეგმების შესახებ მისთვის უცნობი იყო. "ათონელისკენ დაძვრა სიურპრიზი იყო"- თქვა მან. 

[პოლიტიკური ლიდერების დაკავების დროს] მეუღლესთან ერთად ვიყავი ოპერასთან, არ გავმქრალვარ, მე და ლაშა ტყეშელაძე ვიყავით ერთად...

ათონელისკენ დაიძარი ჩემთვის სიურპრიზი იყო და ვერ მიხვდი რა ხდებოდა, დამაბნია მაგან. ორთაჭალისკენ წადით, მაგან დამაბნია. მე და ლაშა ტყეშელაძე ერთად ვიყავით. მე ლევან ხაბეიშვილთან მქონდა კომუნიკაცია მანამდე, სანამ დააკავებდნენ, დაკავების შემდეგაც, ისევ მასთან მქონდა, ლაშა ტყეშელაძის დახმარებით, და მივყვებოდით ხაბეს  ხაზს. ჩემ ცხოვრებაში არავინ მიმიტოვებია!" - ამბობს ფარულავა.

რუსთაველზე ყოფნას ადასტურებს ვასო ურუშაძეც. მისი თქმით, აქციაზე მეგობრებთან ერთად იდგა, თუმცა, აცხადებს, რომ ორგანიზატორებთან ყოველდღიური კომუნიკაცია არ ჰქონია და შესაბამისად, პროცესებში ჩართული არ ყოფილა.

15 მეგობართან და კიდევ სხვა პარტიის წევრები, რუსთაველზე დაახლოებით მერიოტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიყავით, არ ვიცოდი, რომ დაიჭერდნენ, ირაკლისთან [ნადირაძესთან] მაგ დღეს არ მქონია კომუნიკაცია. ჩართული არ ვიყავიდა [საორგანიზაციო საკითხებში] შესაბამისად, ყოველდღიური კომუნიკაცია ორგანიზატორებთანა რ მქონია", - ამბობს ვასო ურუშაძე.

მსგავსი სიახლეები