"ოცნების" ქმედებები საქართველოს ევროკავშირის გზას საფრთხეს უქმნის - ანიტა ჰიპერი
ევროკავშირის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა ქვეყანა დემოკრატიული რეგრესის მდგომარეობამდე მიიყვანა.
ბრიუსელის შეფასებით, სწორედ ამის გამო ევროკავშირმა პოლიტიკური კონტაქტები მინიმუმამდე დაიყვანა და ყურადღება დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერაზე გადაიტანა.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერის ანიტა ჰიპერის თქმით, გაფართოების პროცესი დამოკიდებულია დემოკრატიულ პროგრესზე, თუმცა საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები ამ გზას სერიოზულად საფრთხეს უქმნის.
ახლა იმ მდგომარეობაში ვართ, რომ მასიური დემოკრატიული უკუსვლის გამო, რომელსაც საქართველოში ვხედავთ, ჩვენ შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტი და მინიმუმამდე დავიყვანეთ. ასე, რომ მთელი ჩვენი მხარდაჭერა მიემართება დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას. ევროკავშირის ლიდერემა ძალიან მკაფიოთ თქვეს, რომ გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. ჯერ-ჯერობით ახლა მხოლოდ იმას ვხედავთ, როგორ აგდებს საფრთხეში ამ გზას ხელისუფლების წარმომადგენლები, - განაცხადა ჰიპერმა.