ჩრდილოვან კაბინეტსა და "ბასტი-ბუბუში" მონაწილეობას არ ვაპირებთ - ელისაშვილი

19.10.21 16:04
ჩრდილოვან კაბინეტსა და "ბასტი-ბუბუში" მონაწილეობას არ ვაპირებთ - ელისაშვილი

ჩრდილოვან კაბინეტსა და "ბასტი-ბუბუში" მონაწილეობას არ ვაპირებთ  - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, თქვა. ელისაშვილი ამბობს, რომ მას  საკუთარი  დღის წესრიგი აქვს.

"ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე არ ვიყავი, ღვინო ერთხელ გადავიღე და კიდევ მაქვს გადასაღები, არაყიც გამოსახდელი და არ ვიცი, ეს აქციებს დაემთხვევა თუ არა, მაგრამ მე ჩემი დღის წესრიგი მაქვს პოლიტიკურიც და სამეურნეოც, მევენახეობის,"- განაცხადა ელისაშვილმა.