გელა ხასაია: სოლიდარობა ყველა დაკავებულს, ერთმანეთის დაჭმის დრო არ არის

06.10.25 17:54
გელა ხასაია: სოლიდარობა ყველა დაკავებულს, ერთმანეთის დაჭმის დრო არ არის

"ნუ გავახარებთ რეჟიმს, ჩემი თხოვნაა - ჩამენაცვლოთ და იაროთ რუსთაველზე"- ამის შესახებ "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრი, პატიმრიბაში მყოფი გელა ასაია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს. 

"ჩემი სოლიდარობა ყველა დაკავებულს. ერთმანეთის დაჭმის დრო არაა, პირიქით - ჩვენი სიძლიერე ერთიანობაა"- ვკითხულობთ გლდანის 98-ე საკნიდან გამოგზავნილ მიმართვაში. 

“სალამი, გლდანის 98-ე საკნიდან.
მზად ვიყავი და გააზრებული მქონდა, რომ ეს მოხდებოდა და ციხეში მომიწევდა ყოფნა, გამომდინარე აქედან ფსიქოლოგიურად მზად ვარ. 

აქაურობა ჩემთვის უცნაურია, ყველაფერი უცნაურია, რასაც აქ ვხედავ და მესმის, მაგრამ მჯერა, რომ ეს დროებითია და მჯერა, რომ მალე დავუბრუნდები ნორმალურ ცხოვრებას რეჟიმის სხვა ტყვეებთან ერთად. 

მადლობა იმ ხალხს, ვინც 4-ში ქუჩაში გამოვიდა, მადლობა იმათაც, ვინც 5-ში რუსთაველი გადაკეტა. 

რუსთაველზე ყოფნა არის ის, რაც მინდა. 

ნუ გავახარებთ რეჟიმს, ჩემი თხოვნაა - ჩამენაცვლოთ და იაროთ რუსთაველზე. 
ჩემი სოლიდარობა ყველა დაკავებულს. ერთმანეთის დაჭმის დრო არაა, პირიქით - ჩვენი სიძლიერე ერთიანობაა. 
მადლობა ყველას, ვინც ჩემს გვერდით ხართ და მამხნევებთ. 
ყველაფერი კარგად იქნება.” - წერს პატიმარი. 

მსგავსი სიახლეები