თუ ასე კარგად იცის მათემატიკა, თავისი მოპარული მილიონები დაითვალოს - ოპოზიციის პასუხი კალაძეს
თუ ასე კარგად იცის მათემატიკა, თავისი მოპარული მილიონები დაითვალოს - ასე პასუხობენ ოპოზიციის წარმომადგენლები კახა კალაძეს, რომელმაც, დღეს მათემატიკის ცოდნა დაუწუნა.
- "კახა კალაძემ თბილისელების მხარდაჭერით 71% მიიღო, მათემატიკა არ არის თქვენი ძლიერი მხარე, საერთოდ არეულები ხართ, არ იცით როგორ ითვლება პროცენტები" - განაცხადა კალაძემ.
პოლიტიკოსი, საბა ბუაძე აცხადებს, რომ თუ კახა კალაძე მათემატიკაში ასეთი ძლიერია დაითვალოს რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებას ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციას დაპირდა. მისი თქმით, "ოცნების" მერმა კარგად იცის, რომ თვითმმართველობის არჩევნები კონკურენტუნარიანი არ ყოფილა.
თუ კახა კალაძე მართლა ასეთი ძლიერი არის მათემატიკაში ვურჩევ, რომ დაითვალოს რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ რაც საზოგადოებას ვარკეთილის მეტროს ვესტიბილის რეაბილიტაციას დაპირდა, მაგრამ მის ნაცვლად ჩვენ შეგვიძლია დავითვალოთ, რამდენი ფული აქვს მას თბილისელებისგან მოპარული და როგორც არ უნდა ცდილობდეს ახლა თავის გამხნევებას, თავის სიყოჩაღის წარმოდგენას, რეალურად ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს არ იყო არც კონკურენტუნარიანი, არც რეალური საარჩევნო პროცესი," - ამბობს საბა ბუაძე.
ცოტნე კობერიძე აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" ამ არჩევნებსაც ისე მიუდგა, როგორც წინას. პოლიტიკოსის თქმით, ის სისტემა, რომელზეც ივანიშვილის გუნდია აგებული "ძირითადად შანტაჟზე და ფულზე დგას".
ესეთი ამაყი და ბედნიერი რომ არის, საკუთარ კოლეგებს შეხედოს სხვა რეგიონებში, რომ აიღეს 100% როგორი გახარებულები არიან და იმათთან შედარებით ასე ცოტა, რომ აიღო რაღაცაში ხომ არ არის პრობლემა. ცხადია, "ქართული ოცნება" ამ არჩევნებს მიუდგა ისე, როგორც მიუდგა წინა არჩევნებს, მათთვის სასურველი იყო, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ყოფილიყო დროულად მისული. ის სისტემა რა სისტემაც მუშაობს, ეს არის მასწავლებლები, ბაღის მასწავლებლები, მთელი ეს აგებული შტო, რომელიც ძირითადად შანტაჟზე და ფულზე დგას," - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.