ანტიკორუფციული ბიუროს ახალი სამიზნე, მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" გახდა
ანტიკორუფციული ბიუროს ახალი სამიზნე, მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" გახდა. მოძრაობამ რაჟდენ კუპრაშვილისგან წერილი მიიღო, რომლის მიხედვითაც ანტიკორუფციულ ბიუროს სრული ნებართვა აქვს, რომ "თავისუფლების მოედნის" წევრები პირადი ანგარიშები და ბოლო 1 წლის ბრუნვა შეისწავლოს.
რაჟდენ კუპრაშვილი ფინანსურ შემოსავლებზე ბრუნვას ითხოვს, რადგან თვლის, რომ "თავისუფლების მოედანი" პარტიაა, მისი წევრები კი პოლიტიკოსების. ეს ყველაფერი კი მაშინ ხდება, როდესაც მოძრაობის წევრებმა უკვე ორჯერ სცადეს პარტიად დარეგისტრირებულიყვნენ, თუმცა პასუხად უარი მიიღეს.
მოძრაობის წევრის, ლევან ცუცქირიძის აზრით, ანტიკორუფციული ბიურო ამ ნაბიჯით, პირიქით, ეხმარებათ, რომ მალე დარეგისტრირდნენ პოლიტიკურ პარტიად.
ორჯერ ვცადეთ პარტიად რეგისტრაცია და არ დაგვარეგისტრირეს, ახლა მესამე მცდელობა არის, შუა პროცესში, შეტანილია საბუთები იუსტიციის სახლში. ამასობაში მოგვდის წერილი, რომ პ[არტია ხართ და ჩაგვაბარეთ ანგარიშები ისე, როგორც პოლიტიკურმა პარტიამ და უფრო მეტიც - პრინციპში აღარც გვჭირდება იმიტომ, რომ სასამართლომ უკვე მოგვცა ნებართვა და თქვენ ანგარიშებს ვნახულობთო.
ანუ, თან გვეუბნებიან, რომ პოლიტიკური პარტია არ ხარ და თან გვეუბნებიან, რომ ხარ და ანგარიში ჩაგვაბარე. მე მგონია, რომ მე მაქვს ამაზე პასუხი, მე ვფიქრობ, ანტიკორუფციული სააგენტო გვეხმარება, რომ მალე დავრეგისტრირდეთ პოლიტიკურ პარტიად და თვითონაც ხედავენ, რომ ახალი პოლიტიკური პარტიების დრო მოდის ქვეყანაში და დიდი მადლობა მათ მხარდაჭერისთვის," - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.