ვინ სად იყო პოლიტიკოსების დაკავებისას

06.10.25 20:13
ვინ სად იყო პოლიტიკოსების დაკავებისას

ძალოვნების გამოჩენას ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა რუსთაველის გამზირზე დარჩენილ რიგით მოქალაქეებთან ერთად ელოდნენ. ამ დროს უკვე სპეცრაზმი პაატა ბურჭულაძესთან კლინიკაში იყო შესული და ყველასთვის ცხადი იყო, რომ დააკავებდნენ ზოდელავასაც და ნადირაძესაც. რატომ არ იდგნენ, რუსთაველის გამზირზე დაკავების მომენტში ირაკლი ნადირაძის თანაპარტიელები.

ირაკლი ნადირაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრია და ამ პარტიასთან ერთად არაერთი ბრძოლა გამოიარა, თუმცა ის პოლიციას რუსთაველზე პარლამენტის წინ მარტო, მეუღლესთან ერთად ელოდა. დაკავების დროს, ცენტრალურ გამზირზე ნადირაძის გვერდით თათია ნიკოლაშვილი იდგა. 

ხელბორკილების დადებამდე "პირველებს" ირაკლი ნადირაძემ ბოლო ინტერვიუ მისცა. უკვე იცოდა, რომ თავისუფლებაზე ყოფნის ბოლო წუთებს ითვლიდა.

არ დაელაპარაკოთ რესურსიან ხალხს, ეძებეთ გულანთებული ადამიანები, იქ მეტი საიდუმლოს შენახვა იქნება, ეს იყო მურთაზ ზოდელავას მთავარი სათქმელი დაკავების წინ.

ამ სიტყვების წინ ზოდელავამ განაცხადა, რომ ამის თქმის მოსწრება უნდოდა და რამდენჯერმე გაიმეორა რომ არ უნდა ენდონ მათ, ვისზეც შინაგანი ეჭვები არსებობს. 

დეტალები ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები