4 პოლიციელის ჩვენება და ტელევიზიით გაკეთებული განცხადებები - რას ედავებიან აქციაზე დაკავებულებს

06.10.25 20:06
4 პოლიციელის ჩვენება და ტელევიზიით გაკეთებული განცხადებები - რას ედავებიან აქციაზე დაკავებულებს

"პირველებმა" ბრალის დადგენილება მოიპოვა, რომლითაც პროკურატურა 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს მრავალი წლით უპირებს ციხეში გაშვებას. ირკვევა, რომ მთავარ საგამოძიებო უწყებას სახელმწიფოს გადატრიალების საქმეზე დაკავებულების წინააღმდეგ 4 პოლიციელის ჩვენება და ტელე-ეთერებში გაკეთებული განცხადებები აქვს. 

დოკუმენტში, რომელიც "პირველებმა" მოიპოვა, მტკიცებულებად ხუთი პოლიტიკოსის წინააღმდეგ, მხოლოდ მათი საჯარო განცხადებები დევს. არადა ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბერსვე ამტკიცებდა, რომ დიდი სახალხო შეკრების ორგანიზატორებს, მანამდე უთვალთვალებდნენ და მათი ყველა გეგმის შესახებ იცოდნენ - ბრალის დადგენილებაში ამის შესახე არაფერი წერია.  

რა მოხდა 4 ოქტომბერს - პრეზიდენტის სასახლისკენ აქციის მონაწილეთა ნაწილის გადასვლა თავიდანვე გეგმაში იყო, თუმცა მოწოდება მოგვიანებით გაჩნდა. ახლა ამ თემაზე პაატა ბურჭულაძემ უნდა ისაუბროს. ბურჭულაძის შვილმა უკვე ღიად თქვა, რომ არსებობს ეჭვები ღალატზე. რა იყო რეალურად დაგეგმილი 4-ში და რის შემდეგ შეიცვალა გეგმები - ამ კითხვებს სავარაუდოდ პასუხი სხდომათა დარბაზში გაეცემა.

სახელმწიფოს გადატრიალების საქმეზე ხელბორკილები 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთ წევრს დაადეს. სავარაუდოდ პაატა მანჯგალაძის და ლაშა ბერიძის წინააღმდეგ საქმეში ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად ე.წ დამხობის ორგანიზატორებთან ერთად გადაღებული ვიდეო ჩადეს.

დეტალები ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები