ხალხის უარი "ოცნების" კანდიდატს - კალაძე მესამე ვადით თბილისის მხოლოდ 20-%-მა აირჩია

06.10.25 20:20
ხალხის უარი "ოცნების" კანდიდატს - კალაძე მესამე ვადით თბილისის  მხოლოდ 20-%-მა აირჩია

ხალხის უარი "ოცნების" კანდიდატს - კალაძე მესამე ვადით თბილისის  მხოლოდ 20-%-მა აირჩია.

დედაქალაქში ყოველი 5 ამომრჩევლიდან 4-მა კალაძეს მხარი არ დაუჭირა. თბილისში 1 043 482 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, მათგან მხოლოდ 214 ათასის ხმა მიიღო კახა კალაძემ. მარტივი არითმეტიკით, "ოცნების" მერს დედაქალაქში 20 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.

მარტივი მათემატიკაა ისიც, რომ წელს თბილისში "ოცნებამ" იმაზე ნაკლები ხმა მიიღო, ვიდრე გასულ წელს, საპარლამენტო არჩევნებზე. თუ მაინცდამაინც არითმეტიკაზე საუბარი სურს, ოპოზიცია კალაძეს ახსენებს, რომ მოპარული მილიონების დათვლა შეუძლია.

ერთია, რომ კალაძეს მხოლოდ 20 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, მეორეა - რის ხარჯზე მიიღო ეს ხმები. ამომრჩევლის ნების ტოტალური კონტროლი - ქალები და კაცები სიებით ხელში უბნებთან, ე.წ. ტიტუშკების მობილიზება, აგიტატორები მიკროავტობუსებში - ეს იყო სცენა, რომელსაც თბილისშიც და რეგიონებშიც ყველა უბანთან შეხვდებოდით.

"ქართული ოცნება" კალაძის მათემატიკით ითვლის - რეკორდებზე კი საუბრობენ, მაგრამ ფაქტია, რა ხმებიც მოაგროვეს, ესეც ოპოზიციის დიდი ნაწილის ბოიკოტის რეჟიმში. ამ თვითმმართველობის არჩევნებმა კი ანტირეკორდი ნამდვილად მოხსნა - ისტორიულად დაბალი აქტივობით.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები