"ოცნება" ევროკავშირის წინააღმდეგ - რა წერილს ამზადებს ივანიშვილის გუნდი

06.10.25 20:30
"ოცნება" ევროკავშირის წინააღმდეგ - რა წერილს ამზადებს ივანიშვილის გუნდი

"ქართული ოცნება" ევროკავშირის პასუხისთვის ემზადება. დღეს, კახა კალაძემ დააანონსა, რომ ბრუსელის კრიტიკას სპეციალური განცხადებით უპასუხებენ. პირველებმა გაარკვია, რომ განცხადება პოლიტსაბჭოს სახელით გამოქვეყნდება. ახლა ჩნდება კითხვა, რას აპირებს ივანიშვილის გუნდი.  შარშან სწორედ ამ დროს, გაყალბებული არჩევნების შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები შეაჩერა, დღეს კი არჩევნების შემდეგ ბრიუსელს პასუხს უმზადებენ.

არჩევნებიდან ორი დღეც არ გასულა და კალაძემ თქვა, რომ ევროკაშირი საინტერესო აღარ არის. არადა, აქამდე ივანიშვილის პრემიერი გვპირდებოდა, რომ 2030-ში საქართველოს ევროკავშირში შეიყვანდნენ. არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნების" ანტიევროპული რიტორიკა გაძლიერდა.

"ოცნების" გაღიზიანება კაია კალასის და ევროკომისრის მარტა კოსის მწვავე განცხადებას მოჰყვა. ევროკომისია მიიჩნევს, რომ ადგილობრივი არჩევნები განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის ფონზე ჩატარდა. ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პატიმრებისა და რეპრესიული კანონების ფონზე, როცა არჩევნებს არ ჰყავს საერთაშორისო დამკვირვებლები, არჩევნებს ევროკაშირი არასამართლიან და არაკონკურენტულად მიიჩნევს.

ევროკომისიამ პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს ევროპულ გზას საფრთხეში მხოლოდ მმართველი ხელისუფლება აგდებს. დიპლომატები ამბობენ, რომ ევროკომისიის ეს განცხადება ადასტურებს მხოლოდ ერთ რამეს, დასავლეთიდან მზარდი დემოკრატული უკუსვლის ფონზე, "ოცნება" ლეგიტიმაციას ვერ მიიღებს, ევროკავშირის პოლიტიკა შეაჩეროს "ოცნებასთან" მაღალი დონის კონტაქტები გაგრძელდება, ვიდრე ქვეყანას სამართლიანი არჩვენების გზით არჩეული ხელისუფლება არ ეყოლება.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის სიუჟეტში

მსგავსი სიახლეები