მოსამართლე ლიკვიდაციის საფრთხეზე ალაპარაკდა - პროკურატურა ალავიძის განცხადებებზე დუმს

06.10.25 20:46
მოსამართლე ლიკვიდაციის საფრთხეზე ალაპარაკდა - პროკურატურა ალავიძის განცხადებებზე დუმს

ივანიშვილის სასამართლო სისტემის მამხილებელი ოქროს მოწმე მისი ლიკვიდაციის საფრთხეზე ალაპარაკდა. ბესარიონ ალავიძე წერს, რომ სკანდალური ისტორიების ფიგურანტებზე ზეწოლა დაიწყო, თავს დაცულად თავადაც არ გრძნობს და ოჯახის წევრების უსაფრთხოების მიზნით, მათთან კომუნიკაციას ზღუდავს. დეტალებს თავად არ აკონკრეტებს, თუმცა მისი გარემოცვა გვეუბნება, რომ მოსამართლის ოჯახს უთვალთვალებენ.

ბესარიონ ალავიძის ჩვენებამ გამოააშკარავა როგორ მიიღება გადაწყვეტილებები სასამართლო სისტემაში. ქურდული გარჩევები და ზეწოლა მოსამართლეებზე, მათთვის ქრთამის შეთავაზება და ივანიშვილის დავალებებით მიღებული გადაწყვეტილებები. ეს მხოლოდ მოკლე შინაარსია, ვრცლად კი ამ ამბებით გამოძიება უნდა დაინტერესებულიყო, რომელიც უკვე მეხუთე დღეა დუმილის რეჟიმშია.

იურისტებს არ უკვირთ, რომ "ქართული ოცნების" პროკურატურა უმძიმესი დანაშაულის სერიაზე გამოძიებას ამ დრომდე არ იწყებს და ეს მათთვის დადასტურებაა ამ ისტორიების ნამდვილობის.

უკვე 5 დღეა სასამართლო კლანს და ივანიშვილის პარტიას ბესარიონ ალავიძეზე შტურმი აქვს მიტანილი. აშავებენ ყველა ფორმით და მოგვიწოდებენ, ალავიძესთან დაკავშირებით მხოლოდ პარტია "ქართული ოცნების" განცხადებები ვიმყოფინოთ, გამოძიება კი სასამართლოში არსებულ სავარაუდო სისხლის სამართლის არაერთ დანაშაულზე არ დაიწყება.

ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები