"მზად ვართ, რომ ყოველ საღამოს ვიდგეთ აქ და ეს არის მთავარი" - ოთარ ზურაბიშვილი

06.10.25 21:39
"მზად ვართ, რომ ყოველ საღამოს ვიდგეთ აქ და ეს არის მთავარი" - ოთარ ზურაბიშვილი

"მზად ვართ, რომ ყოველ საღამოს ვიდგეთ აქ და ეს არის მთავარი" - ამის შესახებ საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარემ, ოთარ ზურაბიშვილმა განაცხადა და 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები შეაფასა. 

მისი თქმით, ის იმედგაცრუებული არ არის, რადგან იშვიათი მოვლენაა, როცა "თითქმის 200 ათასი ადამიანი ერთ აზრზე გამოდის და ამ აზრს იცავს".

რასაკვირველია, რომ უნდა გაგრძელდეს [პროტესტი]. მე არ ვარ იმედგაცრუებული, იშვიათი მოვლენა არის, როცა გამოდის თითქმის 200 ათასი კაცი ერთ აზრზე და იცავს ამ აზრს, ჩვენ იმედს. 

მეორე არის, რაც მერე მოხდა ეს არის, ჩემი აზრით, სტალინური მეთოდები ყველამ ვიცით რა არის, რა იყო ექიმების საქმე სტალინის პერიოდში, პრინციპი ადვილია გასაგებად, ის არის, რომ თუ გინდა სენი ძაღლი მოკლა, მაშინ თქვი, რომ გაცოფებული არის, სწორედ ასე ხდება. ეს არის აწყობილი საქმე, შეკერილი საქმე ე.წ. მთავრობის მიერ. 

ვის გონია, რომ [4 ოქტომბერს] არ იყო ხალხი უკვე მომზადებული შიგნით, ყველაფერი წინასწარ არ იყო მომზადებული. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ შეიძლება ცოტა სუსტი ვართ ამ მხრივ, არ არის საკამოდ დამუშავებული გეგმები, მზად ვართ იდეებისთვის, მზად ვართ წყნარი გამოსვლებისთვის, მზად ვართ, რომ ყოველ საღამოს ვიდგეთ აქ და ეს არის მთავარი. შემდეგ ამას უნდა მოყვეს ბევრი რამე, ერთი უნდა იყოს მთლიანობა პოლიტიკური პარტიების, არ შეიძლება ასე დაქსაქსულობა - ერთი მარჯვნივ, მეორე მარცხნივ, ახალი აზრი მომივიდა და ამას გავაკეთებ, არა, უნდა იყოს საერთო გეგმა. თუ არ არის საერთო გეგმა ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, საჭიროა ეს," - განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები