წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
არჩევნებამდე ორი კვირით ადრე წყალტუბოს 58-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. გიორგი ნიჟარაძემ გადადგომის შესახებ განცხადება რამდენიმე საათის წინ დაწერა. ოპოზიცია მმართველი პარტიის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. "ნაციონალური მოძრაობაში" ამბობენ, რომ ნიჟარაძეს ,,ქართული ოცნების" ლიდერებმა არჩევნების მეორე ტურის გაყალბება მოსთხოვეს, რის გამოც მან უფლებამოსილება შეიჩერა.
გიორგი ნიჟარაძე ზეწოლის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ პოსტის დატოვების მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა. ცესკო-ს განმარტებით, ნიჟარაძე საოლქოში კომისიაში რჩება და თავმჯდომარის მოადგილედ იმუშავებს.
30 ოქტომბერს წყალტუბოში არჩევნების მეორე ტური გაიმართება, სადაც ,,ოცნების" მერობის კანდიდატს, გენადი ბალანჩივაძეს, ,,ნაცმოძრაობიდან" ზაზა მეტრეველი დაუპირისპირდება.