რა საკითხები განიხილა ბოჭორიშვილმა ელჩებთან - ჰერჩინსკის კომენტარი

07.10.25 11:53
რა საკითხები განიხილა ბოჭორიშვილმა ელჩებთან - ჰერჩინსკის კომენტარი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით, საგარეო უწყების ხელმძღვანელისგან არჩევნებსა და არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეფასება მოისმინა.

პაველ ჰერჩინსკი ერთადერთი დიპლომატი აღმოჩნდა, რომელმაც საგარეო უწყებაში ელჩებთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ევროკავშირის პოზიციას ნათლად გამოხატავს უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისა და კომისრის, კოსის ოფიციალური განცხადება.

მე აქ დამპატიჟეს ჩემ კოლეგა ელჩებთან ერთად. საგარეო საქმეთა მინისტრმა წარმოადგინა ხელისუფლების შეფასება არჩევნებსა და არჩევნების შემდგომ მოვლენებთან დაკავშირებით. ევროკავშირის მიერ არჩევნებისა და არჩევნების შემდგომი სიტუაციის შეფასება ძალიან ნათლად არის გამოხატული უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისა და კომისრის, კოსის ოფიციალურ განცხადებაში. გთხოვთ, იხილოთ კვირას გამოქვეყნებული ეს განცხადება. მე სხვა დამატებითი კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
 

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსი ერთობლივ განცხადებაში წერენ, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები „განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა“. 

მსგავსი სიახლეები