ვინ არიან 4 ოქტომბრის საქმეზე გუშინ დაკავებულები
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებების სერიას აგრძელებს - გუშინ ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დაკავებულია კიდევ 13 პირი, მათ შორის ერთი ქალია.
ალექსანდრე დარახველიძემ რამდენიმე საათის წინ განაცხადა, რომ კიდევ ორი პირზე ძებნა გამოცხადებული.
ბრალდებულების ნაწილს ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ ხელბორკილები გვიან ღამით დაადო, ადვოკატები ძალის გადამეტებაზე საუბრობენ.
13-ვე დაკავებულის შესახებ ინფორმაცია შეაგროვა პარტია “ახალის” წევრმა, ადვოკატმა მარიკა არევაძემ. მისი ინფორმაციით, დანარჩენი დაკავებულები არიან:
- თორნიკე მჭედლიშვილი,
- დავით ჟღენტი,
- ბექა მაჭავარიანი,
- ალექსანდრე გოგოლაძე,
- ევა შაშვიაშვილი,
- გიორგი რურუა,
- დავით სტურუა,
- ალექსანდრე ხაბეიშვილი,
- სერგო მეგრელიშვილი,
- აბო ნავერიანი,
- კახა მჟავანაძე,
- მანუჩარ მიქელაძე,
- ვახო ფიცხელაური
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით:
- 317-ე – მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობით შეცვლისკენ, ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ (ითვალისწინებს პატიმრობას 3 წლამდე ვადით);
- 222-ე – სტრატეგიული, ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება, ან ბლოკირება (ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით)
- 225-ე – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა, ან მასში მონაწილეობა (ითვალისწინებს პატიმრობას 6-დან 9 წლამდე ვადით)
- 187-ე – ნივთის დაზიანება, ან განადგურება (ითვალისწინებს პატიმრობას 1-დან 5 წლამდე).
რაც შეეხება 4 ოქტომბრის საქციის საორგანიოზაციო ჯგუფის წევრებს, ისინი აქციიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
საგამოძიებო უწყების ცნობით:
- მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძესა და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად),
- 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ), რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ლაშა ბერიძეს ბრალდება წარედგინა
- 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და
- 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ასევე 9 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება წარედგინა მხოლოდ
225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.