თუ დაიგეგმა, გამარჯვების აქცია იქნება, 2 ოქტომბრის გამარჯვება უნდა აღვნიშნოთ - ირაკლი კობახიძე
თუ დაიგეგმა, გამარჯვების აქცია იქნება - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მმართველი პარტია ოპოზიციას აქციას 28 ოქტომბერს მოუწყობს.
თუ ასეთი დაიგეგმება, 2 ოქტომბრის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა აღვნიშნოთ და ასევე ეს იქნება სამობილიზაციო აქცია 30 ოქტომბრის მეორე ტურებისთვის. ანუ ეს არის საარჩევნო ღონისძიება, თუ ასეთი დაიგეგმება.
საბოლოო პოზიციას ამასთან დაკავშირებით ჩამოვიყალიბებთ და ამის შემდეგ გვექნება კოორდინაცია ყველა საარჩევნო შტაბთან"- ამბობს კობახიძე.