სანამ ჩავედით სასახლესთან, ჯებირი უკვე მოტეხილი იყო - პაატა ბურჭულაძის პირველი განმარტება
"მთელი ცხოვრება ბავშვებს ვეხმარებოდი, რომ არ მცოდნოდა ვინ ვარ, ვიფიქრებდი, რომ ტერორისტი ვარ" - ამ სიტყვებით მიმართა ეროვნული კრების წევრმა, დაკავებულმა მსოფლიო ბანმა სასამართლოს.
პაატა ბურჭულაძემ 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან მიდმინარე მოვლენებთან დაკავშირებით პირველი განმარტება გააკეთა და თქვა, რომ სანამ სასახლესთან ის და მურთაზ ზოდელავა ჩავიდოდნენ, "ჯებირი უკვე მოტეხილი იყო".
ბურჭულაძე ამბობს, რომ დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობდა, რის გამოც ორბელიანების სასახლის ეზოში განლაგებულ სამართალდამცველებთან მივიდა: "მივედი პოლიციასთან, ბიჭებო არ გინდათ, მე აქეთ ვაჩერებდი, მურთაზი იქით-თქო".
„4 ოქტომბერს პირველად საქართველოს ისტორიაში შეიკრიბა მთელი საქართველოდან წარმომადგენლები, რადგან ჩვენ ვიგრძენით, რომ ჩვენი საქართველო იყო საფრთხეში და ჩავატარეთ ეროვნული კრება, სოფელი არ დარჩა საიდანაც წარომადგენელი არ იყო, გალიდან და სამაჩაბლოდან იყვნენ სპეციალურად ჩამოსულები... ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს საქართველო არის დაღუპვის გზაზე და არის გადასარჩენი.. ცოტა დრო დასჭირდება, როცა მეცნიერები, იურისტები, კონსტოტუციონალისტები დაჯდებიან და აღნიშნავენ ამ დღეს როგორც ისტორიულ თარიღს".
რომ არ მცოდნოდა ვინ ვარ, ვიფიქრებდი, რომ ტერორისტი ვარ...ქართულ ოცნებას უნდა წარმოადგინოს, რომ აქ ზიან ტერორისტები, ვინ დაიჯერებს, რომ ადამიანი, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრება ბავშვებს ვეხმარებოდი, მოვუწოდებდი ვინმეს რომ მიდით დაარტყით დანა და მოკალით, დაიჯერებთ? მე ვეხმარებოდი ყოველთვის ბავშვებს, მომაძახეს სხვა ქვეყანაშიო, დიახ სხვა ქვეყანაში, მტრის ბავშვებს ვეხმარებოდი, რადგან ბავშვები იყვნენ...
სანამ ჩავედით იმ სასახლესთან უკვე ჯებირი მოტეხილი იყო და როცა დავინახე, რომ შეტაკება იწყება, გადავძვერი და მივედი პოლიციასთან, ბიჭებო არ გინდათ, მე აქეთ ვაჩერებდი, მურთაზი იქით და ამათ ეძახიან, რომ ჩვენ მოვუწდებდით ხალხს.
ერთხელ მომასხეს სპრეი, მეორედ სპრეი და რომ წამოვედი, მე გავხდი ცუდად, გადავყლაპე და მეწვოდა ყველაფერი, მომათავსეს სააადმყოფოში, შემოვიდა პოლიციის უფროსი 8 თანხმლები პირით, 7 ავტომატით დამადგნენ თავზე, კარგით რააა... მერე იტყვით, რატომ არ უყვარს პოლიცია ხალხს
ცოტა ხნის უკან გამოკითხვა იყო და პატრიარქის მერე, პოლიცია მოდიოდა ყველაზე სანდოდ, ახლა გამოკითხეთ აბა, ეს იმიტომ, რომ მაშინ კანონს ემსახურებოდით და ახლა რეჟიმს".- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს პროკურატურამ ბრალდება 6 ოქტომბერს წარუდგინა.
ბურჭულაძეს, ზოდელავასა და ნადირაძეს ბრალად ედებათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა ჯგუფურად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მოწოდება კონსტიტუციური წყობილების შეცვლისკენ.
პაატა მანჯგალაძეს ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხოლო ლაშა ბერიძეს - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა ჯგუფურად და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება.