რას ნიშნავს "ცალმხრივი მეგობრობა" პარტნიორებთან?

07.10.25 15:48
რას ნიშნავს "ცალმხრივი მეგობრობა" პარტნიორებთან?

ივანიშვილის პარტია ერთის მხრივ ელჩებს აკრიტიკებს, მეორეს მხრივ კი მათთან ცალმხრივ მეგობრობას აცხადებს - "ქართული ოცნების" სახელით, EU-სთან "ცალმხრივ მეგობრობაზე განცხადება ირაკლი კირცხალიამ გააკეთა, ბრიფინგის ბოლოს კი თქვა, რომ ბრიუსელი "საბჭოთა ნომენკლატურით მოქმედებს".

კირცხალია ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობას სწორედ ევროკავშირს აკისრებს და თან მათგან ახალი ურთიერთობის ახალი ფაზის დაწყებას ითხოვს.

რეალურად, ბრიუსელი მოქმედებს ჩვეულებრივი საბჭოთა ნომენკლატურით და ამას აკეთებენ ღიად. როდესაც გადაწყვეტენ, რომ ჩვენთან და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ზოგადად არის ურთიერთობა, სადაც ორივე ქვეყნის ინტერესია გათვალისწინებული, ჩვენ მზად ვართ მიუხედავად იმ ქარცეცხლისა, რომელიც დაგვატეხეს თავზე, როგორც ქვეყნის გარედან, ისე მცდელობა ჰქონდათ ქვეყნის შიგნით, ეს ყველაფერი გადავდოთ გვერდზე და დავიწყოთ თვისობრივად ახალი ურთიერთობა", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ. 

ელჩები ნინო წილოსანის სამინზეც გახდა -  ამ უკანასკნელმა დიპლომატიური კორპუსი ათონელის სასახლის შტურმის წახალისებაში დაადანაშაულა. 

უპატივცემულობაა იმ ქვეყნის, რომელიც ისინი იმყოფებიან და პატივს უნდა სცემდნენ მინიმუმ იურიდიულ და სამართლებრვი შეფასებაში რომ აღარ გადავიდე. რა თქმა უნდა, ნებისმიერი დიპლომატი იქნება ეს თუ ამ ქვეყნის პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი, ეს ადამიანები უნდა ათვითცნობიერებდნენ, რომ თუ საქართველოში პრეზიდენტის სასახლის შტურმს ახალისებენ და უჭერენ მხარს, მაშინ იდენტური არ უნდა იყოს განსაკუთრებული დანაშაული. ადრე თუ გვიან ამ მოცემულობას ბოლო მოეღება. მეგობრულ, პარტნიორულ დემოკრატიულ ფორმატში ურთიერთობებზე გადავლენ, როცა ამ ქვეყნის სუვერენიტეტს, მოსახლეობის არჩევანს და ხელისუფლებას აღიარებენ, რომელიც ამ ქვეყნის აბსოლუტურმა უმრავლესობამ აირჩია", - განაცხადა ნინო წილოსანმა. 

 

მსგავსი სიახლეები