ცალმხრივი მეგობრობა არ არსებობს - გრიგოლ გეგელია
ცალმხრივი მეგობრობა არ არსებობს - ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია "ოცნების" განცხადებას, რომლის მიხედვითაც ივანიშვილის გუნდმა EU-თან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ყოფნა გამოაცხადა.
ოპოზიციონერის თქმით, ევროკავშირთან ურთიერთობის გადატვირთვის ერთადერთი მექანიზმი არსებობს - ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
ცალმხრივი მეგობრობა არის ისეთივე კრიტიკული ფენომენი, როგორადაც ის ჟღერს. ცალმხრივი მეგობრობა არ არსებობს. "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკა არის უბრალოდ დებილიზაციის პროცესში, ეს არის საგარეო პოლიტიკის კურსი, რომელმაც უარყო საგარეო პოლიტიკა, საკუთარი თავი უარყო და გააუქმა, რადგან "ქართული ოცნების" დადგენილი კურსი არის, რომ ამ სახელმწიფოს არ გააჩნდეს სუვერენული, ეროვნული საგარეო ხმა საერთაშორისო ასპარეზზე. ამის გამოხატულებაა ისეთი მართლაც კრეტინული გამონათქვამი, როგორიცაა ცალმხრივი მეგობრობა. არსებობს ამ ურთიერთობების გადატვირთვის ერთადერთი მექანიზმი, ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება" - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.