არჩევნები საერთაშორისო ორგანიზაციების გარეშე - რას ამბობენ მესამე სექტორის წარმომადგენლები "ოცნების" დამკვირვებლებზე

07.10.25 17:46
არჩევნები საერთაშორისო ორგანიზაციების გარეშე - რას ამბობენ მესამე სექტორის წარმომადგენლები "ოცნების" დამკვირვებლებზე

მესამე სექტორის წარმომადგენლები, 4 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებზე, "ქართული ოცნების" დამკვირვებლზებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მათ ივანიშვილის გუნდი არჩევნებისთვის ლეგიტიმაციისთვის იყენებს. 

ISFED-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე აცხადებს, რომ "ოცნება" ცდილობს ქვეყანაში ჰყავდეს ე.წ. თითქოს დამკვირვებლები, რომლებიც აფასებენ პროცესებს და საუბრობენ მათთვის სასარგებლო საკითხებზე. მისივე თქმით, ასეთი პრაქტიკები რუსეთსა და აზერბაიჯანში უკვე გვინახავს. 

მიუხედავად იმისა, რომ აღარ ხდება არჩევნების დაკვირვება სანდო საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ან პრობლემები ექმნებათ ადგილობრივ ორგანიზაციებს, ისინი, თუნდაც საკუთარი მოსახლეობის ლეგიტიმაციისთვის, ან სხვადასხვა მიზეზებისთვის, მაინც ცდილობენ ქვეყანაში ჰყავდეთ ე.წ. თითქოს დამკვირვებლები, რომლებიც აფასებენ პროცესებს და საუბრობენ მათთვის სასარგებლო საკითხებზე. ასეთი პრაქტიკები ჩვენ გვინახავს, მაგალითად რუსეთში, გვინახავს აზერბაიჯანში. 

თუ დამკვირვებლები დღის განმავლობაში აკეთებენ განცხადებას, ხშირად უცნობია მათი ორგანიზაციის დასახელება, საერთოდ რომელ ორგანიზაციას წარმოადგენენ და აბსოლუტურად არამეთოდოლოგიურად, ერთ თუ ორ უბანზე დაკვირვებით, ისინი ცდილობენ შეაფასონ ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესი, რაც ბუნებრივია წარმოუდგენელია," - განაცხადა ნინო დოლიძემ. 

ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" წევრი, ტატო ქელბაქიანი ამბობს, რომ "საქართველოში არჩევნები არ შემდგარა, ეს ჩვეულებრივი რუსული სპეცოპერაცია იყო". მანვე აღნიშნა, რომ არჩევნებზე არანაირი დამკვირვებელი არ ყოფილა. 

საქართველოში არჩევნები არ შემდგარა, ეს იყო ჩვეულებრივი რუსული სპეცოპერაცია. ამ სპეცოპერაციის შეფუთვის მიზნით, ჩამოიყვანეს რუსეთის მიერ დაფინანსებული ე.წ. დამკვირვებლები და ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგად ჩანს სხვადასხვა ღია წყაროებში, რომ კავირდებოდნენ ვითომ რუსეთის არჩევნებს და რუსეთში ჩატარებული არჩევნები 2024 წელს ჩათვალეს დემოკრატიულად. 

კარგად შევაფასოთ საერთოდ რა სახის დამკვირვებლებზეა საუბარი, ამიტომ არანაირი დამკვირვებელი აქ არ ყოფილა. ცდილობენ ამ პროცესის რაღაცნაირად შეფუთვას, რომელიც არ გამოუვათ. დამკვირვებლები არც ადგილობრივ დონეზე არ ყოფილა, ესენი იყვნენ სუს-ის მიერ ორგანიზებული დანაყოფები, როგორც წინა არჩევნებზე, რომელთა ფუნქციაც იყო მხოლოდ ერთი რამ, ერთი ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედება და კონტროლი და გაყალბების პროცესის ორგანიზება უბნებზე," - ამბობს ტატო ქელბაქიანი.

უფლებადამცველმა გოგა ხატიაშვილმა განაცხადა, რომ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობა არ ჰქონდათ და ამ ნიშნის გათვალისწინებით, "დაკვირვება იყო ძალიან შეზღუდული".

დამკვირვებელთა რაოდენობა ატომატურად არ მიუთითებს ასეთი დაკვირვების მაღალ ხარისხზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაკვირვების პროცესი წარმიმართოს ობიექტურად, მიუკერძოებლად და აქ არ იკვეთებოდეს რაიმე პოლიტიკური მიკერძოების, ან რაღაც შესაძლო სხვა ტიპის დაინტერესება. 

ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მაგალითად, როგორიც არის ეუთო/ოდირი და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობა არ ჰქონდათ და რა თქმა უნდა, ამ ნიშნის გათვალისწინებით, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვება იყო ძალიან შეზღუდული," - განაცხადა უფლებადამცველმა გოგა ხატიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები