გვარამია: საჭიროა დიდი აქციები - პატიმარი ლიდერის გეგმა

07.10.25 18:55
გვარამია: საჭიროა დიდი აქციები - პატიმარი ლიდერის გეგმა

კოალია "ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია ციხიდან წერილს ავრცელებს და მასშტაბური აქციების საჭიროებაზე საუბრობს.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, აქციებს პერმანენტული ხასიათი უნდა ჰქონდეს და ყველა შაბათს სხვადასხვა მოთხოვნები უნდა გაჟღერდეს.

ვფიქრობ, დიდი აქციებია საჭირო ერთ შაბათს დიდი ბრიტანეთის და საქართველოს დროშებით, მოთხოვნით „დაასანქცირეთ ბიძინა“, მეორე შაბათს ევროკავშირის და საქართველოს დროშებით „დაასანქცირეთ რეჟიმი“, მესამე შაბათს ამერიკის და საქართველოს დროშებით, მოთხოვნით მიიღეთ „MEGOBARI ACT“. ეს კონკრეტულ მიზანსაც დასახავს, საერთაშორისო მედიის და პოლიტიკის რადარებზეც დააბრუნებს პროტესტს და, დიდი ალბათობით, წარმატებასაც მიაღწევს და ასე საჭირო გამარჯვებების გამოცდილებას განაახლებს. მე ასე ვხედავ პროტესტის განვითარებას უახლოეს კვირებში, თუმცა ჩემი გადასაწყვეტი არ არის, - წერს გვარამია წერილში.

მსგავსი სიახლეები