"ცალმხრივი მეგობრობა პარტნიორებთან" - რისთვის დაიბარეს ელჩები საგარეო უწყებაში
დღევანდელი დღე "ოცნების" ხელისუფლებამ დიპლომატიური სუბიექტებით დაიწყო - საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის და დასავლური ქვეყნების ელჩები დაიბარეს, ხოლო „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართა. ორივე შეხვედრის მთავარი მესიჯი ერთი იყო: ელჩები არ მოსწონთ, თუმცა მათ გაძევებას არ აპირებენ. ივანიშვილის გუნდის განცხადებით, ევროკავშირთან ურთიერთობა „ცალმხრივი მეგობრობაა“, სადაც მეგობრად „თავად ქართული ოცნება“ გამოდიოდა.
ტონი შედარებით შერბილებული იყო, თუმცა დიპლომატებზე იერიშის შემცირება ვერ შეიმჩნეოდა. "ოცნების" ხელისუფლება კვლავ ელჩებს ადანაშაულებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და ვენის კონვენციის დარღვევაში, განსაკუთრებით - 4 ოქტომბრის მოვლენების შეფასების გამო. როგორც ცნობილია, ეს გზავნილი მაკა ბოჭორიშვილის მოადგილემ დახურულ შეხვედრაზე გააჟღერა.
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი კი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების, კაია კალასისა და მარტა კოსის საერთო განცხადებაზე მიუთითებს, სადაც დაგმობილია ძალადობა და აღნიშნულია, რომ არჩევნები განსხვავებული აზრის ჩახშობის პირობებში ჩატარდა.
"ქართული ოცნება" ამ გზავნილს არ იზიარებს და აცხადებს, რომ ევროკავშირის შეფასებები „მიზანმიმართულად პოლიტიზებულია“.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.