ერთი ნაბიჯი უვიზო მიმოსვლის შეჩერებამდე - ევროპარლამენტი მოქმედებაზე გადავიდა

07.10.25 21:30
ერთი ნაბიჯი უვიზო მიმოსვლის შეჩერებამდე - ევროპარლამენტი მოქმედებაზე გადავიდა

ევროპარლამენტში 518-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერების გამარტივებას, რაც 61 ქვეყანას შეეხება, მათ შორის - საქართველოსაც. კენჭისყრას წინ უძღოდა დებატები, სადაც ევროპარლამენტარებმა დეტალურად განმარტეს, რა პირობებში შეიძლება უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს.

დოკუმენტში შეტანილია ცვლილება, რომელიც კონკრეტულად საქართველოს ეხება. როგორც "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიურო იუწყება, განახლებული მექანიზმი ევროკომისიას საშუალებას აძლევს, შეჩერება მიზნობრივად გამოიყენოს მხოლოდ კონკრეტული პირების მიმართ - მაგალითად, მმართველი პარტიის მინისტრებისა და ჩინოვნიკების, რომლებიც ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე არიან პასუხისმგებელნი.

ექსპერტების შეფასებით, უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან საქართველო არასდროს ყოფილა ასე ახლოს. მიუხედავად ამისა, საზოგადოებას ამ დრომდე არ აქვს პასუხი, რას აკეთებს ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების შესაჩერებლად.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც ევროპულ მიმართულებას კურირებს, აცხადებს, რომ ვითარება კონტროლს არ გასცდენია, თუმცა, როგორც ჩანს, მისი სიტყვა ამ ეტაპზე ერთადერთი „დამამშვიდებელი არგუმენტია“, რაც "ოცნების" ხელისუფლებას დარჩა.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები