„ოცნების“ მთავარი მოწმე არჩევნებზე პუტინის დამცველი ფრანგი აღმოჩნდა - ივონ პერგამი ცრუ დამკვირვებელთა სიაშია

07.10.25 21:32
„ოცნების“ მთავარი მოწმე არჩევნებზე პუტინის დამცველი ფრანგი აღმოჩნდა - ივონ პერგამი ცრუ დამკვირვებელთა სიაშია

ამ კვირაში სამთავრობო არხები და მათთან დაკავშირებული ონლაინ-გამოცემები აჭრელდა სათაურებით, თითქოს „საქართველოში არჩევნები საფრანგეთზე უკეთ ტარდება“. ყველა პუბლიკაციის წყარო ერთი და იგივეა - საფრანგეთის მოქალაქე ივონ პერგამი, რომელიც ადგილობრივი არჩევნებისას საქართველოში უცხოელი დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა და არჩევნების მიმდინარეობით „აღფრთოვანებას ვერ მალავდა“.

თუმცა, როგორც ირკვევა, ივონ პერგამი ნამდვილ საერთაშორისო დამკვირვებლად არ ფიქსირდება. ინტერნეტში გავრცელდა მისი სხვა ვიდეოც - ამჯერად რუსეთიდან, სადაც იგი 2024 წელს პუტინის არჩევნებს „საუკეთესოდ ორგანიზებულად“ აფასებდა და აცხადებდა, რომ „ასეთი დემოკრატიული არჩევნები საფრანგეთშიც არ უნახავს“.

ექსპერტების თქმით, „ქართული ოცნება“ თბილისში იმავე პიროვნებას იწვევდა, რომელიც წარსულში კრემლის ინტერესებს ემსახურებოდა.
პერგამი საერთაშორისო ორგანიზაციების სიებში შეტანილია, როგორც „ცრუ დამკვირვებელი“ - ტერმინი, რომელიც აღნიშნავს იმ პირებს, ვინც ყალბი დაკვირვების იმიტაციას ქმნიან პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები