სააკაშვილს და მელიას ქვეყნის მეორედ დანგრევის უფლებას არ მივცემთ - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისევ ოპოზიციის "დასრულებაზე" საუბრიბს - ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა და ნიკა მელიამ ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა და მეორედ ამის უფლებას არ მისცემენ.
სააკაშვილს და მელიას, რომლებმაც ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა, მეორედ ამის უფლებას არ მივცემთ. ეს ცრუ, გაუგებარი, აბსურდული დაპირებები ადრეც გვინახავს და კარგად ვიცით, მათი მმართველობის დროს როგორ ტყუილებში გვაცხოვრებდნენ. რა დაპირებაც ჩვენ გვქონია, ეს არის რეალისტური და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ, გპირდებით, ვიდრე ეს საარჩევნო კამპანიის წინ იყო დაპირებული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.