იუკნევიჩიენე: განვიხილეთ საქართველოში გაუარესებული მდგომარეობა - სამწუხაროდ, შეიძლება კანდიდატის სტატუსის კითხვის ქვეშ დაყენების დრო დადგეს

07.10.25 23:40
იუკნევიჩიენე: განვიხილეთ საქართველოში გაუარესებული მდგომარეობა - სამწუხაროდ, შეიძლება კანდიდატის სტატუსის კითხვის ქვეშ დაყენების დრო დადგეს

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, რომ შეიძლება საქართველოს კანდიდატის სტატუსის „კითხვის ქვეშ დაყენების დრო დადგეს“.

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პლატფორმა X-ზე გაფართოების საკითხებში ევროკომისართან მარტა კოსთან შეხვედრის შემდეგ დაწერა.

“ [გაფართოების საკითხებში] ევროკომისარ მარტა კოსთან და კოლეგებთან ერთად განვიხილეთ საქართველოში გაუარესებული მდგომარეობა.

გადავხედავთ უვიზო მიმოსვლას, ვიბრძოლებთ დეზინფორმაციასთან და მხარს დავუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებას.

სამწუხაროდ, შეიძლება საქართველოს კანდიდატის სტატუსის კითხვის ქვეშ დაყენების დრო დადგეს", - წერს ევროპარლამენტარი.

მსგავსი სიახლეები