დაკავებების სერია გრძელდება - ვინ არიან 4 ოქტომბრის საქმეზე 7 ოქტომბერს დაკავებულები

08.10.25 11:21
დაკავებების სერია გრძელდება - ვინ არიან 4 ოქტომბრის საქმეზე 7 ოქტომბერს დაკავებულები

4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გუშინ დაკავებულ 5 პირისთვის ბრალდება ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების შემდეგ, მედიამ დაკავებულების იდენტიფიცირება შეძლო. 

დაკავებულები არიან:

  • მამუკა ლაგუჩიძე,
  • ვლადიმერ გველესიანი,
  • კობა ეპიტაშვილი,
  • ნიკა გვანცაძე
  •  ნანა სანდერი.

აღსანიშნავია, რომ დაკავებულთაგან ერთი, მამუკა ლაგუჩიძე მოდულის შენობაშია გადაყვანილი. მიზეზი ადვოკატისთვის ამ ეტაპზე უცნობია. 

აიჰან ჰასანლის თქმით, ის ლაგუჩიძეს უახლოეს პერტიოდში გაესაუბრენბა და ასევე გაარკვევს, რა მტკიცებულებები დევს მამუკა ლაგუჩიძის წინააღმდეგ საქმეში. 

4 ოქტომბრის საქმეზე სულ დაკავებულია 23 ადამიანი, სამს კი ეძებენ.

7 ოქტომბერს შსს ამავე საქმეზე კიდევ 4 პირის დაკავების შესახებ გაავრცელა განცხადება, 6 ოქტომბერს ხელბორკილები აქციის 13 მონაწილეს დაადეს.

4 ოქტომბერსვე დააკავეს აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი:

  • პაატა ბურჭულაძე,
  • მურთაზ ზოდელავა,
  • პაატა მანჯგალაძე,
  • ირაკლი ნადირაძე
  • ლაშა ბერიძე.

მათ სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები