"აშშ არ აპირებს ურთიერთობის გადატვირთვას რუსეთის ჰიბრიდული ინსტრუმენტთან — ივანიშვილის „ოცნებასთან" - ირაკლი ფავლენიშვილი
“„ოცნებას“ უნდა ილუზია შექმნას, თითქოს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დალაგების პერსპექტივა აქვს, თუმცა აშშ არ აპირებს ურთიერთობის გადატვირთვას რუსეთის ჰიბრიდული ინსტრუმენტთან — ივანიშვილის „ოცნებასთან"- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
- გუშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ მათ საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების მიერ გაჟღერებული დეზინფორმაციის გასაპროტესტებლად, აშშ-ში საქართველოს ელჩ, თამარ ტალიაშვილთან შეხვედრა მოითხოვეს.
“ამ ფაქტს მალავენ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, მათ სურთ, რომ ილუზია შექმნან თითქოს აქვთ პერსპექტივა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა დაალაგონ, სინამდვილეში, რა თქმა უნდა, რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტთან, ივანიშვილის “ოცნებასთან” აშშ არანაირი ურთიერთობის გადატვირთვას არ აპირებს და არანაირი სტრატეგიული პარტნიორობის, უბრალოდ ღირებულებითი განსხვავების გარდა არსებობს პრაგმატული ფაქტორი, როდესაც ივანიშვილი და მისი ბანდა იმეორებენ ყველა იმ ნარატივს, რომელიც არის ანტიამერიკული და რომელიც აშშ-ის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გავრცელებული კრემლის მიერ და ყველა საერთაშორისო არენაზე, მათ შორის საქართველოშიც ისინი ამ ნარატივების გავრცელებით არიან დაკავებულები, ისევე როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო თითქოს და აშშ ხარჯავს თანხებს გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებში.” - თქვა ირაკლი ფავლენიშვილმა ფაქტის შეფასებისას.