კობახიძე აანონსებს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთა რიცხვი გაიზრდება
ირაკლი კობახიძე აანონსებს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება. ამის შესახებ "ოცნების" პრემიერმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, საზოგადოება მასშტაბურ აქციამდე არაერთხელ გააფრთხილა, რომ იდენტიფიცირების ბევრად უფრო ფართო შესაძლებლობები აქვთ, რაც დაკავებულებმა არ გაითვალისწინეს.
არიან უსინდისო მოძალადეები, რომელთა ადგილიც არის იქ, სადაც უნდა იყოს, შესაბამისად, ყველა მიმართულებით ბოლომდე მივიყვანთ გამოძიებას, - თქვა დღეს კობახიძემ.
ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა, რომ გვაქვს იდენტიფიცირების ბევრად უფრო ფართო შესაძლებლობები, შესაბამისად, დაკავებულთა რაოდენობა ლოგიკურად გაიზრდება...
ახლა ბევრად მაღალია მაჩვენებელი და ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ბევრად მეტი მოძალადის იდენტიფიცირება არის განხორციელებული, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ეს მნიშვნელოვანია პრევენციისთვის. არიან უსინდისო მოძალადეები, რომელთა ადგილიც არის იქ, სადაც უნდა იყოს, შესაბამისად, ყველა მიმართულებით ბოლომდე მივიყვანთ გამოძიებას, - თქვა კობახიძემ.
4 ოქტომბრის საქმეზე სულ დაკავებულია 23 ადამიანი, სამს ეძებენ.