თინა ბოკუჩავამაც კი დაგმო და რა გაუჭირდა სახდეპს და EU-ს დაგმოს ხელისუფლების დამხობის მცდელობა - კობახიძე
ირაკლი კობახიძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისგან და ევროკავშირისგან "ხელისუფლების დამხობის მცდელობის" დაგმობას ითხოვს.
თინა ბოკუჩავაც კი დაგმო და რა გაუჭირდა სახდეპს და ევროკავშირს დაგმოს ხელისულების დამხობის მცდელობა - ამბობს "ოცნების" პრემიერი.
თინა ბოკუჩავამაც კი დაგმო ხელისუფლების დამხობის მცდელობა და რა გაუჭოირდა ან ევროკავშირს და ან ამერიკისი სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ დაგმოს ეს მცდელობა.
თქვენ ახსნა გაქვთ, თინა ბოკუჩავამ რაც დაგმო, რატომ არ შეიძლება დაგმოს სახელმწიფო დეპარტამენტმა ან ევროკავშირმა?
დამხობის მცდელობისი ფონზე ორ მხარეს რომ მოუწოდებენ კარგად მოიქეცითო, ეს რამდენად ნორმალურია? ხო უბედურებაშია ევროპული ბიუროკრატია?", - განაცხადა კობახიძემ.