ნებისმიერი ღობის გადანგრევა არის შესაძლებელი, 10 კაცის ძალაა საკმარისი - კობახიძე

08.10.25 15:23
ნებისმიერი ღობის გადანგრევა არის შესაძლებელი, 10 კაცის ძალაა საკმარისი - კობახიძე

 

 

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რკინის ჯებირის მოსანგრევად, რომელიც პრეზიდენტის ადმიინსტრაციას იცავდა, 10 კაცის ძალა საკმარისია. ამის შესახებ მან "პირველების" ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.  

ისი თქმით, მსგავს ღობეს წარსულში კანცელარიის შენობასთანაც არ ჰქონია რეალური დაცვის ფუნქცია და მარტივად შეიძლებოდა მისი დაშლა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ ჰქონდა ინფორმაცია შესაძლო „დამხობის მცდელობის“ შესახებ როგორც ოპერატიული წყაროებიდან, ასევე ტელევიზიებით გაშუქებული განცხადებებიდან.

რაც შეეხება ჯებირს, მე მინდა, შეგახსენოთ, რომ თავის დროზე კანცელარიის შენობის წინ იყო აღმართული ასეთივე ღობე ზუსტად, რკინის ღობე, რაც ცოტა ამახინჯებდა იერსახეს და დავუსვი შეკითხვა მაშინდელ შს მინისტრს, რამეს აკეთებდა თუ არა ეს ღობე და იყო თუ არა რეალურად დამცავი რაიმესგან. მითხრა მარტივად, რომ ნებისმიერი 10 კაცის ძალა არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს ღობე მოიშალოს. მივიღეთ მარტივი გადაწყვეტილება, არც დამცავი ეფექტი ჰქონდა, ამახინჯებდა იერსახეს და მოვშალეთ მაშინვე ღობე. ნახეთ, არის ათონელი, არის ისტორილი უბანი, შეიძლება თეორიულად, რომ იქ აღმართო ბეტონით და აგურით აშენებული ღობე, რა დაამახინჯებდა, ბუნებრივია, იერსახეს. არის ის იერსაე, რაც უხდება ქალაქის ამ ულამაზეს უბანს. მარტივად შეიძლება ნებისმიერი რკინის ღობის გადანგრევა 10 კაცის ძალა არის ამისთვის საკმარისი. ტელევიზიები საუბრობდნენ პირდაპირ იმაზე, რომ აპირებდნენ დამხობას. ეს იყო მტავარი წყარო ჩემთვის. 

ოპერატიული ინფორმაცია როგორ არ გვქონდა, მაგრამ დამხობა რომ უნდოდათ, ეს ვიცოდით ტელევიზიიდან და დანარჩენი ინფორმაცია მქონდა, რა თქმა უნდა, სუსიდან, შსს-დან და სხვა უწყებებიდან, - თქვა დღეს კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები