შეიძლება, ეს ყველაფერი სისტემის ზეწოლის შედეგად მოხდა - რა ეჭვებზე საუბრობს გიორგი ახობაძე
"ის რაც მოხდა, ჩემთვის ერთმნიშვნელოვნად გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან კავშირშია"- ასე ეხმაურება გიორგი ახობაძე გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი უფროსის დავით გოგობერიშვილის გარდაცვალების ფაქტს.
მისი თქმით, დავით გოგობერიშვილი "არ იყო ისეთი ადამიანი, რომ თავი მოეკლა".
შეიძლება, რამეს სთხოვდნენ, შეიძლება რაღაც ისე არ გააკეთა, როგორც სთხოვდნენ. ისე რომ გაეკეთებინა, რაც დაავალეს, ის დღესაც ციხის დირექტორი იქნებოდა.
ციხის დირექტორი, რომელის ხელმძღვანელობის დროს ბაჩიაშვილის სკანდალი მოხდა, და თუ დავუკავშირებთ ამას იმ ისტორიებს, როგორ ემუქრებიან მოსამართლეებს და გადავავრცელებთ დავით გოგობერიშვილზეც, რომ ეს ყველაფერი სისტემის ზეწოლის შედეგად მოხდა ეს ყველაფედრი ჩემთვის არაფერი არ არის"- თქვა ახობაძემ.
მისივე მტკიცებით, "კორუფციაში ჩაფლულ და უკანონო ბრძანებების შემსრულებელ პოლიციელების ქცევებს დავით გოგობერიშვილი მკვეთრად კრიტიკულად უყურებდა".
ასევე ამ ჩადებებზე რაც მიდის, ასევე უკანონოდ ადამიანების დაკავებებზე მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა"- აღნიშნა სამოქალაქო აქტივსიტმა.
გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი უფროსი, დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს.
შსს მომხდარს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით (სსკ - 115) იძიებს.
გარდაცვლილი გოგობერიშვილი თბილისში, ავტოფარეხში იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ჭრილობა მიყენებული.