იუკნევიჩიანე: საქართველოში არჩევნები საერთოდ არ ჩატარებულა - ქვეყანას კრემლის მსგავსი მთავრობა ჰყავს
ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიანეს შეფასებით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები დემოკრატიული სტანდარტებით ვერ ჩაითვლება ნამდვილ არჩევნებად. მისი თქმით, არჩევნები მხოლოდ ხმის მიცემის დღით არ განისაზღვრება - აუცილებელია თავისუფალი მედია, ოპოზიციის მონაწილეობისა და სამართლიანი კამპანიის პირობების არსებობა.
დეპუტატის შეფასებით, საქართველოში შექმნილი რეჟიმი სულ უფრო ემსგავსება ბელარუსს, ხოლო "ოცნების" ხელისუფლების მიერ ევროკავშირის წინააღმდეგ წარმოებული რიტორიკა და დეზინფორმაცია კრემლის პროპაგანდას წააგავს.
თქვენ არჩევნები საერთოდ არ გქონიათ. ეს საერთოდ არ იყო არჩევნები, დემოკრატიული ქვეყნების დემოკრატიული პროცედურების გაგებით. რადგან, არჩევნები არ არის მხოლოდ ხმის მიცემა ხმის მიცემის დღეს. არჩევნები გაცილებით ფართოა. ეს არის თავისუფალი მედია, წვდომა ოპოზიციური ლიდერებისთვის მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, ეს არის საარჩევნო კამპანიიის დაფინანსება და ასეთი ბევრი რამ. აქ საკითხი არ დგას არჩევნების აღიარება-არაღიარებაზე. ეს საერთოდ არ იყო არჩევნები. გასული საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ეს არის რეჟიმი, რომელიც ძალიან ახლოსაა ბელორუსის რეჟიმთან. მსგავსი ტყუილები გვესმის კრემლიდანაც. თუ თქვენ შეადარებთ თავდასხმებს ევროკავშირის წინაღმდეგ, რომელიც კრემლის წყაროებიდან მოდის, თავდახმებს, რომელიც "ქართული ოცნებიდან" გვესმის, ეს აბსოლუტურად ერთი და იგივეა. საქართველოს ჰყავს კრემლის მსგავსი მთავრობა, ისინი მანიპულირებენ, იტყუებიან და ეს ძალიან რთულია ზოგიერთი ადამიანისთვის, ამის სწორად გაგება, რა ხდება სინამდვილეში. ზოგჯერ, სამწუხაროდ, ამ ბრუტალურ ტყუილებს ადამიანების იჯერებენ, - ამბობს ევროპარლამენტარი.