რა თემაზე უნდა ვედებატო მელიას? - კალაძის უარი ღია დებატებზე
კახა კალაძის უარი ღია დებატებზე - "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ნიკა მელიას შეთავაზებას არ იღებს.
რა თემაზე უნდა ვედებატო მელიას? - უთხრა მან მედიას.
მაშინ, როცა მელია დებატებიდან გარბის. მაშინ, როცა სტუდიაში ხულიგნობს და ილანძღება. მაშინ, როცა წინასაარჩევნო კამპანიისას ჩემი ოჯახის შეურაცხყოფით იყვნენ დაკავებულები. მაშინ, როცა არანაირი ხედვა თბილისთან დაკავშირებით და საარჩევნო პროგრამა არ წარმოუდგენიათ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაახსენდათ დებატები? რამდენიმე დღის წინ ორი დაპირება გააჟღერეს და ორივე დიდი ტყუილი", - განაცხადა კახა კალაძემ.