რა პასუხი აქვს გერმანიაში საქართველოს ელჩს კობახიძის განცხადებაზე, რომელმაც ევროპა გებელსის პერიოდს შეადარა (ვიდეო)

08.10.25 16:40
რა პასუხი აქვს გერმანიაში საქართველოს ელჩს კობახიძის განცხადებაზე, რომელმაც ევროპა გებელსის პერიოდს შეადარა (ვიდეო)

 

 

გერმანიაში საქართველოს ახალი ელჩი, ალექსანდრე კარტოზია არ პასუხობს კითხვას, რას ფიქრობს ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ ევროპა დღეს ჰიტლერის ერთ-ერთი თანამებრძოლის, პაულ იოზეფ გებელსის იდეოლოგიით იმართება.

კარტოზიას დღეს თეონა ბაღდავაძემ კითხვა მაშინ დაუსვა, როცა გერმანიაში საქართველოს ახალი ელჩი ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილდებოდა. 

ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ევროპასა და გებელსის პერიოდის ევროპას შორის ტოლობის ნიშანი დასვა და  ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ირწმუნებოდა, რომ ევროპაში დღეს 80 წლის წინანდელი, გებელსისეული პროპაგანდაა გაბატონებული.

ცოტა რამ გებესლსის შესახებ:

  • პაულ იოზეფ გებელსი იყო ჰიტლერის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი და გერმანული რაიხის სახალხო განათლების და პროპაგანდის რაიხსმინისტრი. ასევე, 1933-1945 წლებში ეკავა უამრავი პარტიული და სახელმწიფო თანამდებობა.
  •  მესამე რაიხის პერიოდში იოზეფ გებელსი ამბობდა, რომ „თ ე თ რ ი“, ნამდვილი ინფორმაციის გარდა, აუცილებელია „ნ ა ც რ ი ს ფ ე რ ი “, ანუ ნახევრად სიმართლის და „შ ა ვ ი ” – აშკარა სიცრუის ნაზავი.
  • – ,ჩვენ არ ვცდილობთ ჭეშმარიტების მიღწევას, არამედ ჩვენი მიზანია ეფექტის მიღება, ნებისმიერი გზით და მეთოდით. უფრო მეტიც, რაც უფრო ამაზრზენია ტყუილი, მით უფრო გულით სჯერათ ადამიანებს და უფრო სწრაფად ვრცელდება ის.
  •  

მსგავსი სიახლეები