ლელა ჯეჯელავა: „ოცნება“ მოქალაქეებს მონებად განიხილავს, მაგრამ მონებიც ჯანყდებიან

08.10.25 17:33
ლელა ჯეჯელავა: „ოცნება“ მოქალაქეებს მონებად განიხილავს, მაგრამ მონებიც ჯანყდებიან

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ "ოცნების" ხელისუფლება ცდილობს, დიქტატურის ფორმალური გაფორმება მოახდინოს, თუმცა ამის რესურსი მთლიანად დამოკიდებულია როგორც ქვეყნის შიდა პროცესებზე, ისე საერთაშორისო გარემოზე. მისი თქმით, მმართველი ძალა მოქალაქეებს მონებად განიხილავს, თუმცა ისტორია აჩვენებს, რომ მონობა ყოველთვის აჩენს წინააღმდეგობას.

ჯეჯელავა ასევე 4 ოქტომბრის პროტესტს საზოგადოების მხრიდან მშვიდობიან აჯანყებად აფასებს ხელისუფლებისადმი უსამართლობის წინააღმდეგ. 

რეჟიმს, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობს, გააფორმოს დიქტატურა, რამდენად აქვს ამის რესურსი და ამის გაფორმების რესურსი არის დამოკიდებული იმაზე, როგორია საგარეო კონტექსტი, რა პროცესები მიმდინარეობს თვითონ სისტემის შიგნით და "ქართულ ოცნებაში". მონებად განგვიხილავენ. კაცობრიობის ისტორიამ იცის, რომ მონები პერიოდულად ჯანყდებიან საკუტარი მონობის წინააღმდეგ და 4 ოქტომბრის შემდეგ იმედია, რომ ჩვენი ერთადერთი დანაშაული ის იქნება, რომ მხოლოდ მშვიდობიანად ავჯანყდით, - ამბობს ლელა ჯეჯელავა. 

შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბერს აქციის მონაწილეები "მოღალატეებად" გამოაცხადა - "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე "პირველი არხის" ეთერში ირწმუნებოდა, რომ 4 ოქტომბერს "რამდენიმე ათასი ადამიანისგან სახელმწიფოს ღალატის კოლექტიური აქტი შედგა". 

ივანიშვილის პარტიის ლიდერი აღნიშნავს, რომ პროტესტში მყოფი ადამიანები ქუჩაში "ქვეყნის სამტროდ გამოდიან".

მსგავსი სიახლეები