საქართველოს ხვალ ევროპარლამენტის დელეგაცია ეწვევა

08.10.25 17:39
საქართველოს ხვალ ევროპარლამენტის დელეგაცია ეწვევა

საქართველოს ხვალ ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დელეგაცია ეწვევა.

როგორც ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული პარტიის პრესრელიზშია ნათქვამი ვიზიტის მიზანია შეხვედრები და თავისი მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და დემოკრატიული ძალების მიმართ.

ორ დღიანი ვიზიტის ფარგლებში სოციალ დემოკრატები შეხვდებიან ყველას, "ოცნების" გარდა. აუდიენცია გაიმართება საქართველსო მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბშვილთან, ოპოზიციასთან, მედიასთან და სამოქალაქო სექტორთან.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კეტლინ ვან ბრემპი - ევროკავშირის გაფართოების საკითხებში პასუხისმგებელი პირი,  სოციალისტებისა და დემოკრატების ვიცე-პრეზიდენტი, ნაჩო სანჩეს ამორი - საგარეო საქმეთა კოორდინატორი და ტობიას კრემერი - სოციალისტებისა და დემოკრატების ჩრდილოვანი მომხსენებელი საქართველოს საკითხში.

როგორც ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული პარტიის პრესრელიზშია ნათქვამი, რომ განხილვები ფოკუსირებული იქნება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობაზე, ბოლოდროინდელ ადგილობრივ არჩევნებზე, ასევე ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობების მომავალზე.

„ჩვენ საქართველოში ვიქნებით, რათა შევხვდეთ იმ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ფიგურებს, რომელთა მიზანია ქვეყნის წინ წაწევა მყარი დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ყველასთვის სამართლიანი ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისა და ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გზაზე. ჩვენ ასევე შევხვდებით იმ მამაცი ადამიანების წარმომადგენლებს, რომლებმაც 300 დღეზე მეტი გაატარეს მშვიდობიანად პროტესტში დემოკრატიის ეროზიის წინააღმდეგ და იცავდნენ თავიანთ კონსტიტუციურ უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ასევე თავიანთი ქვეყნის ევროპულ მომავალს. გასულ წელს საპარლამენტო არჩევნების გაყალბების და ახლა კი დემოკრატიის კიდევ ერთი დაცინვის მიუხედავად ბოლო ადგილობრივი არჩევნების დროს, ქართველებმა არ დათმეს დემოკრატიული და ევროპული საქართველოს ოცნება. ჩვენ კვლავაც მათ გვერდით ვდგავართ და ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის სურვილს, იცხოვრონ აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიც სრულად პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, იცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს ღია საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.

„დაე, ნათლად ითქვას: ქართველი ხალხი არ არის რეჟიმი.“

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვგმობთ დემოკრატიული უკუსვლას, მათ შორის ბოლო ადგილობრივი არჩევნების კონტექსტში, ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას საქართველოს მოსახლეობასთან და მათთან, ვინც დემოკრატიული პრინციპებისა და ღირებულებების დამცველია.“- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

მსგავსი სიახლეები