სახდეპის სიგნალი „ოცნებას“ - ექსპერტები ელჩის დაბარებას პოლიტიკური იზოლაციის დასაწყისად აფასებენ

08.10.25 17:51
სახდეპის სიგნალი „ოცნებას“ - ექსპერტები ელჩის დაბარებას პოლიტიკური იზოლაციის დასაწყისად აფასებენ

ექსპერტები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ელჩის დაბარებას აფასებენ, როგორც საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის მკვეთრ გაფუჭებას და „ქართული ოცნების“ იზოლაციის დასაწყისს. მათი თქმით, ეს არის მკაფიო სიგნალი, რომ დასავლეთი "ოცნების" ხელისუფლების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასა და ანტიდასავლურ პროპაგანდას აღარ ტოვებს უპასუხოდ.

ეს იყო ამერიკული მხარის მიერ ელჩის გამოძახება, რათა მისთვის კონკრეტული ინფორმაცია მიეწოდებინათ იმ პროპაგანდასთან დაკავშირებით, რაც მოისმინეს თბილისში, იმ სრულ ტყუილთან და დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, რასაც ავრცელებს რეჟიმი, რომ თითქოს ამერიკა დაკავებულია საქართველოში რევოლუციის მოწყობით. პროცესი უკვე დაწყებულია. ძალიან ბევრი ჩვენი პარტნიორი, არა მარტო აშშ, არამედ სხვა ქვეყნებიც, უკვე ძალიან კონკრეტულად არქმევენ სახელს იმ მოვლენებს საქართველოში რაც ხდება. შეუძლებელია, რომ ჩვენ ერთის მხრივ, გვყავდეს რეჟიმი, რომელიც დღედაღამ ლანძღავს დასავლეთს, დღედაღამ დეზინფორმაციას და პროპაგანდას ავრცელებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ და ამას არავითარი შეფასება და რეაგირება არ მოყვეს დასავლეთში. მსგავსი გამოძახებები ჩვენი დიპლომატირი წარმომადგენლების გაგრძელდება და ამას ექნება სულ უფრო მეტად დამაზიანებელი შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის, - ამბობს გიგი გიგიაძე.

ფონდ "ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორის, ნინო კალანდაძის თქმით, „ქართულ ოცნებასა“ და დასავლეთს შორის არსებული დიპლომატიური რესურსი უკვე ამოწურულია, რადგან ივანიშვილის ხელისუფლებამ საბოლოოდ აირჩია დაპირისპირების გზა. 

ნებისმიერი ტიპის რესურსზე საუბარი, რომელიც "ოცნებასა" და დასავლეთში შორის კიდევ შეიძლება, არსებობდეს, აღარ არსებობს. ყველა რესურსი ამოწურულია და ეს რესურსი ამოწურა "ოცნებამ", იმიტომ, რომ დასავლეთის მხრიდან ძალიან დიდხანს იყო მზაობა, მათ შორის, იმ თავდასხმებზე თვალის დახუჭვით, რომელიც მათ ელჩებზე განახორციელეს, იმ იერიშის უგულებელყოფით, რომელიც მათ დასავლეთის ღირებულებებზე მიიტანეს, დასავლეთი მზად იყო, რომ "ოცნებასთან" კონსტრუქციულ დიალოგში შესულიყო, "ოცნებამ" თქვა, რომ მე მინდა აქ ძალიან მყარი დიქტატურა, სადაც დასავლეთის ადგილი არ არის, - ამბობს ფონდ "ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორი ნინო კალანდაძე. 

1 ოქტომბერს სუსის უფროსმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, თითქოს ტაილანდიდან ერთ-ერთი დიდი ქვეყნის საელჩო საქართველოში ანტიჩინური მიზნებისთვის რადიკალებს აფინანსებს.

მალევე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ განცხადებებს დეზინფორმაცია უწოდა და საქართველოს ელჩთან თამარ ტალიაშვილთან შეხვედრა მოითხოვა. უწყებამ განმარტა, რომ საუბარი იყო ჩვეულებრივ ფინანსურ ტრანზაქციებზე, რომლებიც არანაირად არ უკავშირდებოდა. არეულობის დაფინანსებას.

 

მსგავსი სიახლეები