„გადაყვანის შესაძლებლობის თაობაზე საუბარი იყო, მაგრამ არა დღეს"- სააკაშვილის ექიმი

19.10.21 21:13
„გადაყვანის შესაძლებლობის თაობაზე საუბარი იყო, მაგრამ არა დღეს"- სააკაშვილის ექიმი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია დღეს არ მოხდება. 

გადაყვანის შესაძლებლობის თაობაზე საუბარი იყო, მაგრამ არა დღეს. აქ 3-4 საათის განმავლობაში გავეცანით ანალიზების პასუხებს. ზუსტად ისეთივე მდგომარეობაა, რაზეც ვსაუბრობდი“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მე-19 დღეა შიმშილობს.