"ოცნება" ახალ დიპლომატიურ სკანდალში - მამუკა მდინარაძემ გუნდი შარში გახვია

08.10.25 20:42
"ოცნება" ახალ დიპლომატიურ სკანდალში - მამუკა მდინარაძემ გუნდი შარში გახვია

კობახიძე-მდინარაძის ეჭვებმა ქართული ოცნება ახალ დიპლომატიურ სკანდალში გახვია. ეგონათ სკანდალი თავად გახეთქეს, შემდეგ კი აღმოჩნდა რომ ამერიკას  საქართველოში რევოლუციის დაფინანსება, მხოლოდ ეჭვების საფუძველზე დააბრალეს, რაზეც ტრამპის ადმინისტრაციამ პასუხი ოცნების ელჩს - თამარ ტალიაშვილს მოთხოვა.

ერთს ამბობს კობახიძე, სულ სხვას კი სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც ოცნების ელჩის დაბარებას და მისთვის საპროტესტო ნოტის გადაცემას უკვე მეორეჯერ ადასტურებს, ქართულ ოცნებას კი ტყუილების გავრცელებაში ადანაშაულებს.  საბოლოოდ ირკვევა,  რომ კობახიძე-მდინარაძემ რევოლუციური სქემები, რამდენიმე პენსიონერისთვის ჩარიცხული კუთვნილი პენსიის მიღმა დაინახა, შემდეგ უარყვეს ოღონდ არა ბოლომდე.

რა ხდება რეალურად - შეერთებულ შტატების ფინანსური გადარიცხვების ცენტრი ბანკოკშია განთავსებული. სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საკუთარ მოქმედ თუ ყოფილ თანამშრომლებს ხელფასებსა და პენსიებს ბანკოკიდან ურიცხავს და აქედანვე აფინანსებს გრანტებს მსოფლიო მასშტაბით. მათ შორის იმ გრანტებსაც, რომელსაც წლები ოცნების მთავრობა წლები განკარგავდა.

ტრამპი არ რეკავს, სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან ისევ შეჩერებულია და ოცნების მმართველობის პირობებში ამერიკასთან ურთიერთობების აღდგენის რესურსს ვერ ხედავენ ყოფილი დიპლომატები. არადა ოცნება გვიმტკიცებდა, რომ მცდელობას არ აკლებდნენ, ვაშინგტონში წერილს წერილზე აგზავნიდნენ, რეალობა კი მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

დეტლები ნახეთ, თათია წოწონავას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები