მუქარა ხალხის წინააღმდეგ და მოღალატეებად გამოცხადებული აქციის მონაწილეები

08.10.25 20:56
მუქარა ხალხის წინააღმდეგ და მოღალატეებად გამოცხადებული აქციის მონაწილეები

შალვა პაპუაშვილმა მოღალატედ გამოაცხადა ყველა ის მოქალაქე, რომელიც აქციაზე გავიდა - ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით ქუჩაში გამოსულებს ივანიშვილის გუნდი მტრად ნათლავს და ცდილობს მორალური ტერორით ისინი გატეხოს.

ვინც პაპუაშვილის უსმინა, საბჭოთა მართვის სტილი გაახსენდა, ზუსტად ასე იქცეოდა კომუინისტური პარტია.

"სტალინური ტოტალირიზმი"-  ასე შეაფასა მხატვარმა გია ბუღაძემ შალვა პაპუაშვილის განცხადება. მისი თქმით, "ოცნების" ხელისუფლების მიზანია, საზოგადოებაში შიში და თვითცენზურა დაამკვიდროს.

მასშტაბური აქციისა და მასობრივი დაკავებების შემდეგ რუსთაველზე პროტესტი არ წყდება - მომიტინგეები ფიქრობენ, რომ ქართული ოცნება ახალ პროვოკაციებზე წავა იმისთვის, რომ ხალხი ქუჩაში აღარ გამოვიდეს.

დეტალები ნახეთ, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები