ამ რეჟიმს არ გაჩნია არავითარი პოლიტიკური სივრცე აშშ-თან ან რომელიმე სხვა პარტნიორთან გადატვირთვისა - გეგელია

09.10.25 11:55
ამ რეჟიმს არ გაჩნია არავითარი პოლიტიკური სივრცე აშშ-თან ან რომელიმე სხვა პარტნიორთან გადატვირთვისა - გეგელია

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, "ოცნებას"  არავითარი პოლიტიკური სივრცე არ გააჩნია, რომ აშშ-თან ან რომელიმე სხვა პარტნიორთან ურთიერთობა გადატვირთოს და ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს დღეს ამერიკელი სენატორების, ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის განცხადება. 

გეგელია ამბობს, რომ პარტნიორებთან ურთიერთობის გადატვირთვის ერთადერთი გზა არსებს - ეს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა.

ეს ახალი განცხადება არის კიდევ ერთი და ყველაზე მკაფიო განცხადება იმისა, რომ არავითარი ნორმალიზება და სტაბილიზაცია არ მომხდარა და რომ ამ რეჟიმს არ გაჩნია არავითარი პოლიტიკური სივრცე აშშ-სთან ან რომელიმე სხვა პარტნიორთან გადატვირთვისა. არსებობს ერთადერთი სივრცე და შანსი და ეს არის ახალი, საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. არაფერი სხვა, როგორც ჩვენ "ძლიერი საქართველოს" ვამბობდით 3 თვის განმავლობაში, ზოგიერთი დემაგოგის პასუხად, რომელიც ამბობდა, რომ ადგილობრივი არჩევნები გამოიწვევდა გარკვეულ სტაბილიზაციას, არავითარი სივრცე არ არსებობს, როგორც ვნახეთ, სტაბილიზაციისა და შანსი არ არსებოსბ სტაბილიზაციისა, გარდა ახალი საპარლამენტო არჩევნებსი ჩანიშვნისა", - აცხადებს გრიგოლ გეგელია. 

ამერიკელი სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო და  ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, გაითვალისწინოს "ოცნების" ბოლო ნაბიჯები, ვიდრე 2 ქვეყანას შორის ურთიერთობის გადახედვაზე გადაწყვეტილებას მიიღებს. 

მსგავსი სიახლეები