ივანიშვილის "საჩუქარი" - "ბლექ სი არენამ" ბიუჯეტი 4.5 მილიონით აზარალა
ბიძინა ივანიშვილის “ნაჩუქარი” საკონცერტო დარბაზის შენახვა და დასაქმებულთა ხელფასები სახელმწიფოს 2017-2020 წლებში 29 მილიონ ლარამდე დაუჯდა.
საკონცერტო დარბაზში ბოლო ორი წელია ღონისძიება არ გამართულა, მხოლოდ შენობის შენახვაში კი წელიწადში 5 მილიონ ლარამდე ვიხდით.
ბიძინა ივანიშვილის “ნაჩუქარი” საკონცერტო დარბაზის შენახვა და დასაქმებულთა ხელფასები სახელმწიფოს 2017-2020 წლებში 29 მილიონ ლარამდე დაუჯდა. ამის შესახებ კვლევა "ფლანგვის დეტექტორმა" ჩაატარა. ორგანიზაციის ცნობით,საკონცერტო დარბაზში ბოლო ორი წელია ღონისძიება არ გამართულა, მხოლოდ შენობის შენახვაში კი წელიწადში 5 მილიონ ლარამდე ვიხდით.
მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებები არ ჩატარებულა, 2019 წელთან შედარებით, კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია.
მომსახურე პერსონალის ხელფასებმა მხოლოდ 2020 წელს 2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
2017-2020 წლებში ბლექ სი არენამ დაახლოებით 33 მილიონი ლარის სუბსიდია მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან;
ამავე წლებში ბლექ სი არენას აკუმულირებულმა ზარალმა ჯამში 18.4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.