სუს-ი: "ჰექსოგენის საქმეზე" ჩხრეკა ბრალდებულ დენის ჟურავლიოვის კიდევ ერთ ბინაში ჩატარდა

09.10.25 12:19
სუს-ი: "ჰექსოგენის საქმეზე" ჩხრეკა ბრალდებულ დენის ჟურავლიოვის კიდევ ერთ ბინაში ჩატარდა

"ჰექსოგენის საქმეზე" ჩხრეკა ბრალდებულ დენის ჟურავლიოვის კიდევ ერთ ბინაში ჩატარდა - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოებსი სამსახური ავრცელებს.

მამუკა მდინარაძის უწყების ცნობით, სახლში აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა ზომის კომპიუტერის მიკროსქემები, დოკუმენტები და ფულადი თანხა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები “ჰექსოგენის“ საქმესთან დაკავშირებით.
დადგინდა ბრალდებულ დენის ჟურავლიოვის მიერ თბილისში, გლდანის რაიონში დაქირავებული კიდევ ერთი კონსპირაციული ბინა, სადაც ჩხრეკა ჩატარდა. შედეგად აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა ზომის კომპიუტერის მიკროსქემები, დოკუმენტები და ფულადი თანხა.
მიმდინარეობს ამოღებული ნივთების კონკრეტული მიზნობრიობის შესწავლა", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

საქართველოში "ჰექსოგენის" შემოტანის და უკრაინის ორი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაცა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 11 სექტემბერს გაავრცელა.

ითქვა, რომ, ამოიღეს „ტროტილის“ შემადგენელი ნივთიერება „ჰექსოგენი“ და საქართველოში დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქე: მძღოლი, რომელიც გამოძიების ვერსიით, მართავდა ავტომობილს და ადამიანი, რომელსაც ის საქართველოს ტერიტორიაზე შეხვდა და გადასცა ამოღებული ნივთიერება.

სუსის 11 სექტემბრის განცხადებაში დაკონკრეტებული არ ყოფილა, საქართველო იყო დანიშნულების საბოლოო ადგილი, თუ ასაფეთქებლის შემცველი ნივთიერება რომელიმე ქვეყანაში უნდა გასულიყო.

 

მსგავსი სიახლეები