კალაძე ამტკიცებს, რომ ამერიკელი სენატორები "გლობალური ომის პარტიის გავლენის ქვეშ არიან"

09.10.25 13:15
კალაძე ამტკიცებს, რომ ამერიკელი სენატორები "გლობალური ომის პარტიის გავლენის ქვეშ არიან"

კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ამერიკელი სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი "გლობალური ომის პარტიის გავლენის ქვეშ არიან". ივანიშვილის პარტიის გენერალური მდივნისთვის მიუღებელი სენატორების დღევანდელი განცხადება აღმოჩნდა, სადაც რიში და შაჰინი ამბობენ, რომ დემოკრატიას საქართველოში ძირს "ქართული ოცნება" უთხრის. 

კალაძე დღე, ტელეკამერების წინ სენატორებს აკრიტიკებდა და პარალელურად შტატებისგან ურთიერთობის გადატვირთვას ითხოვდა. 

ეს ადამიანებიც არიან, რა თქმა უნდა, გლობალური ომის პარტიის გავლენის ქვეშ. ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ პრეზიდენტ ტრამპს ვგულშემატკივრობთ "დიფ სთეითის" დამარცხებაში, რამდენად შეძლებს და მოახერეხებს ვნახოთ. ასევე, პარალელურად მზად ვართ, რომ დავიწყოთ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან. ეს არის ჩვენი გზავნილი, ეს არის ჩვენი სურვილი, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, რომ შევძლოთ მეგობრობა და პარტნიორობა, ცხადია ეს უნდა იყოს ორმხრივი", - განაცხადა კალაძემ. 

მას შემდეგ, რაც თბილისის მერმა აშშ-თან ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებაზე ისაუბრა, "პირველებმა" მას ჰკითხა, ისევ ფიქრობენ თუ არა გუნდში, რომ საქართველოში ექსტრემისტულ პროცესებს შტატები აფინანსებდა, რაზეც კალაზემა ასეთი პასუხი გასცა: 

ამერიკა რომ აფინანსებდა, თქვენ რა ახლა გაიგეთ. პრეზიდენტ ტრამპი გამოვიდა და პირდაპირ ისაუბრა ყველაფერზე, რომ რევოლუციებს ვაფინასებდიო, მთ შორის საქართველოშიო. რა თქმა უნდა, ყველაფერი ხელისგულზეა. ვითომ რაღაცა კეთილი საქმეებისთვის გადმორიცხული ფული ხმარდებოდა ექსპტრემიზმის და იმ უსახური ადამიანებსი შექმნის დაფინანსებას, რაც დღეს წარმოდგენილი არის, ეს არის რეალობა", - განაცხადა კალაძემ.  

ამერიკელი სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო და  ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, გაითვალისწინოს "ოცნების" ბოლო ნაბიჯები, ვიდრე 2 ქვეყანას შორის ურთიერთობის გადახედვაზე გადაწყვეტილებას მიიღებს. 

მსგავსი სიახლეები