ვის შეხვდებიან თბილისში ჩამოსული ევროპარლამენტარები და რა გზავნილები ექნება ოპოზიციას?

09.10.25 13:54
ვის შეხვდებიან თბილისში ჩამოსული ევროპარლამენტარები და რა გზავნილები ექნება ოპოზიციას?

თბილისში ჩამოსული ევროპარლამენტარები სამოქალაქო ორგანიზაციებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და აქტივისტებს შეხვდებიან. 

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, შეხვედრაზე მთავარი სასაუბრო თემა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება და სანქციების დაწესება იქნება. 

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, პარტნიორებთან მშვიდობიანი და ჯანსაღი პოლიტიკის კურსის შემუშავებაზე ისაუბრებენ. 

ვისაუბრებთ ყველა იმ ძირითად საკითხზე და გამოწვევაზე რაც ახლა დგას. ეს რეჟიმის გახდა კიდევ უფრო ავტოკრატიული და კიდევ უფრო... ნაბიჯი, რომ გადადგათ დიქტატურისკენ, ამიტომ ჩვენ გვმართებს ძალიან კარგად გათვლილი, ძალიან მშვიდობიანი და ჯანსაღი პოლიტიკის კურსის შემუშავება და ჩვენ ამაზეც გვექნება საუბარი ჩვენ პარტნიორებთან. 

სანქციებიც და უვიზო რეჟიმისაც იქნება საუბრის თემა, როგორც ყოველთვის და ჩვენი გზავნილი კვლავაც იქნება ის, რომ ქართველი ხალხი არ უნდა დარჩეს ვიზის გარეშე, სამაგიეროდ "ქართული ოცნების" მსახურები და გამაძლიერებლები იქნებიან ეს დონორები, თუ პაგანდისტები, თუ "ქართული ოცნების" პოლიტიკური მესვეურები, რა თქმა უნდა, ისინი უნდა დარჩნენ პოლიტიკური ვიზის გარეშე. ხელის ჩამორთმევის გარეშე და გამარჯვების გარეშე, როგორც უკვე პრინციპში არიან კიდევაც," - აცხადებს გრიგოლ გეგელია. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის, თენგო თევზაძის თქმით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, დამკვიდრებულ ერთპარტიულ არჩევნებზე და "ოცნების" მცდელობაზე, რომ ქვეყანა იზოლაციაში მოაქციოს, ისაუბრებენ. 

ყურადღება გამახვილდება იმაზე თუ როგორ ცდილობს "ქართული ოცნება" სახელწმიფო მოაქციოს იზოლაციაში, როგორ ცდილობს იყოს რუსეთის, ირანის გავლენის ქვეშ. 

ასევე მნიშვნელოვანი იქნება, შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ ფაქტობრივად საქართველოში დამკვიდრდა ერთპარტიული არჩევნები, საადაც 100% შედეგს იღებს მმართველი პარტია.

მესამე - პოლიტპატიმრები, პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდეს, რომელიც ყოველდღიურად ემატება ჩვენს ქვეყანას," - ამბობს თენგო თევზაძე.

ცნობილია, რომ თბილისში ჩამოსული ევროპარლამენტარები "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს არ შეხვდებიან. 

კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ევროპარლამენტარების ვიზიტი არ აინტერესებთ. 

კალაძემ "TV პირველთან აღნიშნა, რომ "საქართველოში პოლიტიკა გარედან ვერ გაკეთდება". 

კითხვაზე ჰქონდათ თუ არა მცდელობა "ოცნების" წარმომადგენლებს ევროპარლამენტარებთან შეხვედრა დაენიშნათ, კალაძემ განაცხადა, რომ ჩამოსულ და ჩამომსვლელ უცხოელ დიპლომატებზე ინფორმაცია არ აქვს. 

ისინი ხვდებიან ოპოზიციას, ჩვენ ვხვდებით ქართველ ხალხს, ეს არის განსხვავება. კიდევ ერთხელ ყველამ უნდა გაიგოს საქართველოში პოლიტიკა გარედან ვერ გაკეთდება, წარსულს ჩავაბარეთ ის წლები, საქართველოში პოლიტიკას აკეთებს ქართველი ხალხი და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. 

არა, არ ვიცი, არც ჩამოსულებთან და არც ჩამომსვლელებთან დაკავშირებით არ მაქვს ინფორმაცია," - განაცხადა კალაძემ. 

მსგავსი სიახლეები