გიორგი კინოიანის პირველი გამოჩენა გათავისუფლების შემდეგ

09.10.25 15:06
გიორგი კინოიანის პირველი გამოჩენა გათავისუფლების შემდეგ

 

 

გიორგი კინოიანი, რომლის ექსტრადიციაზე რუსეთში სომხეთმა უარი თქვა, TV პირველის, ანუნა ახალაიას "დღის ამბების" ეთერში გამოჩნდა.

მან საქართველოს მოქალაქეებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა ცუდი ინტერნეტ-კავშირის გამო, ინტერვიუს გაგრძელება შეუძლებელი გახდა.

კინოიანის ვრცელ კომენტარს "პირველები" შემდეგ გამოშვებაში შემოგთავაზებთ. უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქე, პირველ ვრცელ ექსკლუზიურ ინტერვიუს დღეს საღამოს, 21:00 საათზე ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მისცემს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველი გიორგი კინოიანი 3 სექტემბერს სომხეთის საზღვარზე დააკავეს.

კინოიანი რუსეთის მოთხოვნით იძებნებოდა. ის რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ოლქის ე.წ. სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა, დამნაშავედ ცნო და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

მსგავსი სიახლეები